ჟუნიორ ფირპო: კუმანმა მომატყუა

ჟუნიორ ფირპო: კუმანმა მომატყუა

“ბარსელონას” ყოფილმა მარცხენა მცველმა ჟუნიორ ფირპომ, რომელიც ამჟამად “ლიდსში” ირიცხება, კატალონიური კლუბიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

“ბარსელონა” დავტოვე, რადგან ვგრძნობდი, რომ მატჩების დროს როტაციას ადგილი არ ჰქონდა. აშკარა იყო, რომ ჟორდი ალბას უპირატესობას 3 სხვადასხვა მწვრთნელი ანიჭებდა, რადგან ის შესანიშნავი მარცხენა მცველია, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში.

ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, მესისა და სუარესის “ბარსაში” გადასულიყო, ვიდრე ახლანდელ “ბარსელონაში”.

კუმანისგან თავს მოტყუებულად ვგრძნობდი… მან მითხრა, რომ მენდობოდა, მაგრამ ასე არ იყო. ეს ნათლად დავინახე მაშინ, როდესაც მან ჩემზე წინ დესტი დააყენა.

– განაცხადა ფირპომ Catalunya Radio-სთან.

ფირპო “ბარსაში” 2019-2021 წლებში იმყოფებოდა. მან “ბლაუგრანას” მაისურით მონაწილეობა 41 თამაშში მიიღო.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • nika 54
    27 იან 2022, 16:05

    "ბარსელონა" დავტოვე, რადგან ვგრძნობდი, რომ მატჩების დროს როტაციას ადგილი არ ჰქონდა. აშკარა იყო, რომ ჟორდი ალბას უპირატესობას 3 სხვადასხვა მწვრთნელი ანიჭებდა, რადგან ის შესანიშნავი მარცხენა მცველია, ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში.
    ძალიან დიდი წარმოდგენა ქონია ალბაზე.

  • me da barca
    27 იან 2022, 12:45

    ამის გამოყენება უკეთ შეიძლებოდა.

  • RiquiPuig
    27 იან 2022, 11:29

    უსაქმურ და გამფუჭებელ ალბას ბევრად მირჩევნია ეს კაცი. პსჟსთან ათამაშეს და მბაპე გააქრო ერთი ტაიმი. სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია და ვერ აჩვენა თავისი ძალა ხალხს, ფაქტობრივად დრო არ ეძლეოდა საერთოდ. ბარსელონა არის ვეტერანების გუნდი, სანამ გუნდს ბუსკეტსი, პიკე და ალბა არ მოშორდებიან, ვერ ვიტყვით რომ ახალი ეპოქა დაიწყო. პირადად ალბა აზიანებს გუნდს უკვე 3 წელია, მესიზე პასის გარდა ვერაფერს აკეთებს, ბუსკეტსიც ანალოგიურად, შენელებული ჩხირის შთაბეჭდილებას ტოვებს. საშუალო დონის სისწრაფის და ტექნიკის ფეხბურთელი სახეს აძრობს. ჯერ კიდევ 2016 წელს, ფორმის პიკში რომ უნდა ყოფილიყო, ტორესმა და გრიზმანმა ახოხიალეს. პიკეს ყველაზე ნაკლებად ვერჩი, იმიტომ რომ არაუხოს მერე ყველაზე კარგია და ბოლომდე იხარჯერბა მოედანზე.
    კუმანის მწვრთნელობა არ გაიშვა, მაგრამ ფაქტია კაცმა ავტორიტეტები მოსპო გუნდში, გაუშვა სუარესი რომელიც ფაქტია იმის მეოთხედი აღარაა რაც იყო, მაგრამ , ჩავის რომ ყავდეს ახლა ეგ ძირითადს არ მოაშორებდა. კუმანმა დაიწყო და ჩავიმ შეწყვიტა.
    ბევრი ამბობდა რომ ჩავიზე გავლენა ექნებოდა ყოფილ გუნდელობაა და მეგობრობას, როგორც ჩანს ლაპორტამ ვერ გაითვალისწინა. ეს გუნდი 5-6 წელი ვერაფერს მიაღწევს და უაზრო ოპტიმიზმი ძალიან მაღიზიანებს. საერთოდ არაა ჩავი მაღალი დონის მწვრთნელი და არც ფეხბურთელები არიან ბარსელონას დონის. 17 წლის ფეხბურთელები არასდროს ყოფილან ბარსელონას ძირითადში, თან გარანტირებულად. დასასრულოს დასაწყისია ეს, მალე ჩემპიონთა ლიგის ზონა სანატრელი გახდება

  • Tornike Rekhviashvili
    27 იან 2022, 11:21

    შეჩემისა რაც იყავი კი ვნახეთ,აბრალე ეხლა მწვრთნელებს.ყველამ დაინახა უპერსპექტიო მძნერი,ვინც წვეთითაც კი არ გაზრდილა რაც ათამაშეს მთელი იმ მატჩების დროს