workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას 4 მთავარი ამოცანა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე

ბარსას 4 მთავარი ამოცანა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღე რჩება, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა კი ცდილობს, რომ სეზონის დასკვნით ნაწილს გუნდი, რაც შეიძლება, კარგი შემადგენლობით შეხვდეს.

მიმდინარე სეზონის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა. მეოთხე ადგილს მხოლოდ ერთი ქულა გვაშორებს, მთავარ კონკურენტ “ატლეტიკოს” კი შემდეგ ტურში ვხვდებით. შესაძლოა, ამ მატჩს განსხვავებული შემადგენლობით შევხვდეთ, თუმცა “ბარსელონას” სატრანსფერო შესაძლებლობებს ლა ლიგის სახელფასო რეგულაციები მნიშვნელოვნად ამცირებს. კლუბს იანვრის ბოლომდე 4 მთავარი საკითხი აქვს მოსაგვარებელი.

დემბელეს საპნის ოპერა

ფრანგს მატეუ ალემანიმ წასვლისკენ საჯაროდ მოუწოდა, მაგრამ 24 წლის ფეხბურთელს პოზიცია არ შეუცვლია. იგი კვლავ ამტკიცებს, რომ კარიერის “კამპ ნოუზე” გაგრძელება სურს, თუმცა ის მოთხოვნები, რომელიც მისმა მხარემ მოლაპარაკებების დროს წამოაყენა, რეალობას მნიშვნელოვნადაა აცდენილი, მისი მოტივი ბუნდოვანია. ფაქტი არის ის, რომ ახლა “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მის მოცილებას ცდილობს, ჯერჯერობით, წარუმატებლად.

ესპანურ მედიაში იწერება, რომ მის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი გამოხატავს, თუმცა კონკრეტული შემოთავაზება ჯერ არ გაკეთებულა. მაღალია ალბათობა იმისა, რომ დემბელე თებერვალშიც “ბარსელონას” ფეხბურთელი იქნება. საინტერესოა, მისცემს თუ არა კლუბი მას თამაშის საშუალებას სეზონის ბოლომდე.

მორატა

ანსუ ფატის ტრავმის შემდეგ, ჩავისთვის, თავდამსხმელის მოსვლა კიდევ უფრო პრიორიტეტული გახდა, მისი ფავორიტი ალვარო მორატაა. “იუვენტუსი” შემცველელის პოვნის გარეშე, ესპანელის გამოშვებას არ აპირებდა, თუმცა “ბიანკონერი” დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმებასთან ახლოსაა. შესაბამისად, ტრანსფერის მთავარ დამაბრკოლებელ გარემოებად “ბარსელონას” სახელფასო ლიმიტი რჩება. სახელფასო ბიუჯეტის შემცირების გარეშე, “ბარსა” ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირებას ვერ შეძლებს.

მარცხენა მცველი

თავდასხმის შემდეგ, “ბარსა” დაცვის გაძლიერებას აპირებს. ზაფხულისთვის კლუბი მოლაპარაკებებს რამდენიმე თავისუფალ აგენტთან აწარმოებს. დაცვის მარცხენა ფლანგს რაც შეეხება, კანდიდატი ორია – ხოსე გაია და ნიკოლას ტალიაფიკო. ესპანელის “ვალენსიაში” დარჩენის შანსები გაიზარდა, ტალიაფიკოსთან კი კონტრაქტის პირობები უკვე შეთანხმებულია და “ბარსა” მის იანვარიშივე დამატებას ცდილობს. აქ პრობლემა ორია – შეთანხმება “აიაქსთან” და, რა თქმა უნდა, ისევ სახელფასო რეგულაციები.

“ბარსას” მისი იჯარით აყვანა (გამოსყიდვის უფლებით) სურს, ამსტერდამელებს კი – ფეხბურთელის პირდაპირ გაყიდვა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერში ალეხანდრო ბალდეს ჩართვის ვარიანტიც განიხილება.

ფეხბურთელების გაშვება

ამ მხრივ, მატეუ ალემანიმ შესანიშნავად იმუშავა. კოუტინიოსა და დემირის გაშვებით კლუბმა ახალწვეულებთან ერთად, პირველ გუნდში ნიკო გონსალესის დარეგისტრირებაც შეძლო. ასევე, მნიშვნელოვანია სამუელ უმტიტისთან დადებული ახალი ხელშეკრულებაც.

თუმცა ეს საკმარისი არ არის. “ბლაუგრანას” სახელფასო ბიუჯეტის შემცირება კიდევ სჭირდება. ლუკ დე იონგი, სერჟინიო დესტი და ოსკარ მინგესა არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც წასვლასთან ყველაზე ახლოს იყვნენ, თუმცა, როგორც ჩანს, თამაშს “ბარსელონაში” გააგრძელებენ.

ნიდერლანდელმა ადგილის შენარჩუნება ბოლო პერიოდში გატანილი გოლების წყალობით შეძლო. საკადრო პრობლემების ფონზე, ჩავის გოლის გამტანი ფეხბურთელები სჭირდება.

სერჟინიო დესტი 42 წლის სპეციალისტის გეგმებში არ შედის, მის ნაცვლად, ძირითად შემადგენლობაში ადგილი დანი ალვესმა დაიკავა. მის მიმართ ინტერესი “ჩელსიმ” გამოხატა, თუმცა ლონდონელებს ოფიციალური შემოთავაზება არ გაუკეთებიათ. ასევე, დარჩენა სურს დესტსაც, რომელიც სასტარტოში ადგილის დასაბრუნებლად ბრძოლას აპირებს.

ოსკარ მინგესას “ვალენსიაში” იჯარით გადასვლა, თითქმის, გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა. 22 წლის ფეხბურთელის სურვილს სტაბილური სათამაშო დროის მიღება წარმოადგენს. ბოლო ინფორმაციით, მისი გადაბირება “ბორდოს” სურს, თუმცა ფეხბურთელის გარემოცვა ლიგა 1-ის აუტსაიდერების ვარიანტს გამორიცხავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 26 იან 2022, 17:59
    #7

    ხო ვიძახდი შეგევეტენება თქო ის შავი მაიმუნი აგერ ბატონო, თურმე ბარსაში დარჩენა ნდომებია, არადა ზაფხულშივე გაუბერავს, და ვაი იმ უბედურებს სადაც ეგ მივა. კაცად და ადამიანად რო არ ვარგა დაგვარწმუნა, თუმცა არც ფეხბურთშია მეფე.

  • Dimitri359
    schedule 26 იან 2022, 16:22
    #6

    შე**** ამ 42 წელს

  • La Pulga10
    schedule 26 იან 2022, 16:12
    #5

    ეხლა თუ მოყვანაა მხოლოდ 6 თვიანი იჯარით უნდა მოვიყვანოთ

  • პავლოვიჩი56
    schedule 26 იან 2022, 16:08
    #4

    ფეხბურთელების გაშვება… ალემანმა შესანიშნავად იმუშავა. დაგვცინი?

  • ROUCH
    schedule 26 იან 2022, 16:02
    #3

    დემირს რო წარმატებად იწერს ის ჩემალალა ჩვენი როდის იყო. ან სევილიადან იჯარიდ აყვანილ დე იონგს ესენი რა პონტში ყიდიან. შეითხარა ლაპორტამ ეგ კაცი და ამობს იჯარით მყავსო თუ რა პონტია

  • NEYBarca
    schedule 26 იან 2022, 15:57
    #2

    ვინგერი გვინდა ტოპ კლასის მარცხენა, ცენტრფორვარდი და ალბას შემცვლელი. დალშე უფასოები, თავისი კისეებით, მაზრაუებით და კრისტენსენებით 🙂

  • Iniesta_8
    schedule 26 იან 2022, 15:46
    #1

    დემბელე გააგდონ რამენაირად და წარმატებული სატრანსფერო ფანჯარა გამოვა. ზაფხულში კი ორივე ფლანგის მცველია მოსაყვანი აუცილებლად, და თუ ვინმე ძვირადღირებული გაყიდეს ცენტრალური თავდამსხმელიც.