workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ალავესთან ფორმაციის შეცვლას აპირებს

ჩავი ალავესთან ფორმაციის შეცვლას აპირებს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, “ალავესთან” დღევანდელ შეხვედრაში 3-4-3 წყობის გამოყენებას გეგმავს. 

ცვლილების მიზეზი ისაა, რომ ჩავის ვეტერანი ფლანგის მცველების დასვენება უნდა. ჟორდი ალბას მცირე დაზიანება აქვს, დანი ალვესმა კი ბოლო მატჩებში დიდი დატვირთვა მიიღო და გადაიღალა. 

მარჯვენა ფრთაზე გუნდს სავარაუდოდ სერჟინიო დესტი დაეხმარება, ალბას შემცვლელის ვინაობა კი ცნობილი არ არის. 

“ბლაუგრანას” დამრიგებელმა ეს ფორმაცია უკვე რამდენიმეჯერ გამოიყენა. ბოლოს ეს “ლინარესთან” კოპა დელ რეის მატჩში მოხდა, რომელიც “ბარსამ” 2-1 მოიგო. 

დღეს გამარჯვების შემთხვევაში “ბარსელონა” 35 ქულას დააგროვებს, რაც სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე მყოფი მადრიდის “ატლეტიკოს” მონაგარზე 1 ქულით ნაკლები იქნება. ამ მომენტისთვის კატალონიელები ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებენ, თუმცა მათზე მაღლა მყოფ “ბეტისსა” და “ვილიარეალს” ორით მეტი შეხვედრა აქვთ ჩატარებული. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 24 იან 2022, 16:31

    ხო დაასვენეთ, განსაკუთრებით ლანგლე და დემბელე იქნებიან გადაღლილები და უმტიტიც.

  • El pistolero 9
    schedule 23 იან 2022, 23:13

    იმედია გაამართლებს 3-4-3. 4-4-2 ის წინააღმდეგ კარგი ტაქტიკაა.

  • Fc Barca Batumi
    schedule 23 იან 2022, 21:01

    და სოსიედადი მოტეხეს? მათაც ბარსასავით 20 თამაში აქვთ, თან 1 ქულით წინ არიან

  • M10 S9 D11
    schedule 23 იან 2022, 18:50

    ფორმაცია კი არა ბალდე ათამაშე ბალდე

  • La Pulga10
    schedule 23 იან 2022, 18:20

    ციტატა: vitorborbafereira
    დასვენება კი არ უნდათ ამა უკვე გასვენება უნდათ 2016 წლის შემდეგ რაც ჯერ რომასთან და შემდეგ ლივერპულთან იკადრეს.

    განსაკუთრებით ალბა დიდი ბალასტია და ხავი მაგრად ინანებს თუ დროზე არ მოიშორებს ვეტერანებს ბუსკეტსი პიკე რობერტო გასაყრელები არიან


    მაგ პოზიციებზე ფეხბურთელები არ გვყავს ფიზიკურად.აბა როს ჯეიმსები,ვან დაიკები და კიმიხები,რომ გვყავდეს ვინ ათამაშებდა მაგათ.

  • vitorborbafereira
    schedule 23 იან 2022, 17:57

    დასვენება კი არ უნდათ ამა უკვე გასვენება უნდათ 2016 წლის შემდეგ რაც ჯერ რომასთან და შემდეგ ლივერპულთან იკადრეს.

    განსაკუთრებით ალბა დიდი ბალასტია და ხავი მაგრად ინანებს თუ დროზე არ მოიშორებს ვეტერანებს ბუსკეტსი პიკე რობერტო გასაყრელები არიან

  • NEYBarca
    schedule 23 იან 2022, 16:59
    აბდე ხე ტორესი
    პედრი ფრენკი ნიკო დესტი
    სლენგლე პიკსლე არაუხო

    ეს სასტავი რო დააყენოს 90%-ით მოვიგებთ.

  • nikusha
    schedule 23 იან 2022, 16:57

    ტერ შტეგენი
    არაუხო-პიკე-ლენგლე
    ნიკო-დე იონგი-ბუსკეტსი-პედრი
    ტორესი-ლ.დე იონგი-აბდე

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 იან 2022, 15:55

    3-4-3 კარგი ტაქტიკაა
    შტეგენი
    არაუხო-პიჯე-სლენგლე
    ნიკო-ფრენკი-ბუსი-პედრი
    ტორესი-გოლ იონგი-აბდე
    ასე იქნება ალბათ
    საერთოდ ამ ტაქტიკით რომ ვიყოთ ხოლმე სანამ ალბას შემცვლელი არ გამოჩნდება ჯობია,ფლანგებზე დესტი ალბა მინგეზა გამოუსადეგარი არიან, ალიოშა ბებერია და ბევრს ვერ ითამაშებს, ბალდე ძაან პატარაა და ჩავი არ ენდობა,თან ფრენკი და ნიკო უფრო მეტად ითამაშებენ საყრდენზე, საერთოდ —–ფრენკი-ნიკო
    ————-გავი————————პედრი
    ასეთი ნახევარ დაცვა საინტერესო იქნება

  • NEYBarca
    schedule 23 იან 2022, 15:52

    ციტატა: azulgerana
    მესი დაბრუნებაზე ჩალიჩობსო მართალია?


    მესის დაბრუნება, როცა გუნდი ჩამოყალიბების პროცეშია არ მგონია კარგი იყოს. 2-3 წელიწადში კიბატონო. ერთი წლით ჩამოყალიბებულ და კარგად შეკრულ გუნდში, კარიერის დასამთავრებლად გაასწორებდა.

  • azulgerana
    schedule 23 იან 2022, 15:48

    მესი დაბრუნებაზე ჩალიჩობსო მართალია?