ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 4 მარტი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 4 მარტი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 4 მარტს მოხდა.

თამაშები

4 მარტს “ბარსელონას” 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 13 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1928 წელი

ესპანეთის თასის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ უნიონთან” 4-4 ითამაშა.

1934 წელი

“ბარსელონამ”, რომელიც ბოლო ტურში “ბეტისთან” დამარცხდა (0-1), ესპანეთის ჩემპიონატი ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე დაასრულა.

1944 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ფრანსისკო ფერნანდეს როდრიგეს “გალიეგო”. 1965-1975 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 330 თამაში ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. გალიეგომ “ბარსასთან” ერთად ლა ლიგა, 2 ესპანეთის თასი და 2 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) მოიგო.

1951 წელი

ქალაქი ბარსელონა ტრამვაის ფასების 40%-ით გაძვირების გამო პროტესტმა მოიცვა. “რასინგთან” საშინაო მოგების (2-1) შემდეგ, წვიმის მიუხედავად, სტადიონიდან გულშემატკივრები სახლებში ფეხით დაბრუნდნენ იმ მიზნით, რომ ტრამვაის ცარიელს ემოძრავა.

1961 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი სალვა. 1985-1989 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 40 თამაში ჩაატარა და ესპანეთის თასი და ქვეყნის ლიგის თასი მოიგო.

2014 წელი

“ბარსელონას” კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბს ტოვებდა.

2015 წელი

1926 წლის შემდეგ პირველად  მოხდა, რომ “ბარსელონა” ესპანეთის თასის ფინალში ყველა თამაშის მოგებით გავიდა. ნახევარფინალის განმეორებით მატჩში კატალონიელებმა “ვილიარეალი” 3-1 დაამარცხეს. გოლები ნეიმარმა (2) და სუარესმა გაიტანეს. თავი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გამოიჩინა “ლა მასიას” აღზრდილმა, ჯონათან დოს სანტოსმა.

2017 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სელტა” 5-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), ნეიმარმა, რაკიტიჩმა და უმტიტიმ გაიტანეს.

2018 წელი

“ატლეტიკოსთან” საშინაო შეხვედრაში (1-0) ლეო მესიმ კარიერაში მე-600 გოლი გაიტანა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (6)

  • ბასქუ10
    04 მარ 2021, 17:15

    2014 წელი- პუიოლი🥺

  • me da barca
    04 მარ 2021, 16:48

    ჩვენთან იყო 4 მარტი, თორემ იქ 3 მარტს დამთავრდა თამაში, 9 დაიწყო და 11 დამთავრდა.

  • nika 54
    04 მარ 2021, 13:56

    და ბოლოს: 2021 წელი
    ბარსამ სევილია მიაჩმორა ანგარიშით 3-0 და თასის ფინალში გავიდა(იმედია ფინალში ბილბაოც გავა, ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი)

  • El pistolero 9
    04 მარ 2021, 12:34

    სელტასთან 5-0 იმ ქამბექის წინა მატჩია.იქამდე ბარსამ 2 მატჩი ითამაშა და ორთავეში გაიარა რეპეტიცია.სპორტინგს 6-1 მოუგო და სელტას 5-0.ანუ ის ანგარიშები დასვა რომლებიც პსჟ თან აწყობდა

  • Bobi
    04 მარ 2021, 12:16

    4-4 რა მაგარი თამაში იქნებოდა ისე საყურებლად ნეიტრალური ქომაგისთვის 😁

  • Always cule
    04 მარ 2021, 12:08

    წუხანდელიც დაემატება👌