“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და გასულ სეზონში ჰანსი ფლიკის სამწვრთნელო შტაბის წევრი ტიაგო ალკანტარამ რიო ფერდინანდის YouTube არხზს ესტუმრა. ინგლისელ ვეტერანთან ინტერვიუში ესპანელმა თავის კარიერაზე ისაუბრა და “ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავები, ასევე გერმანელი სპეციალისტი შეაქო. საუბრისას მან ცალკე გამოყო პედრი და ის მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელა.
ლამინ იამალის გავლენა და მსოფლიო ჩემპიონატი
პედრის გარდა, ტიაგომ განსაკუთრებული ყურადღება 18 წლის ლამინ იამალზე გაამახვილა, რომელიც ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ასპარეზობს. მან ახალგაზრდა ტალანტის საოცარ გავლენაზე ისაუბრა:
“გასულ სეზონში, “ბარსელონას” ფეხბურთელებთან ერთად სავარჯიშო რიტმი ჯერ კიდევ მქონდა შენარჩუნებული. სავარჯიშო მატჩებში ლამინი სხვაობას ქმნის. შენ იცი, რომ რომელ გუნდშიც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად მოიგებს. ახლა ის მსოფლიო ჩემპიონატზეც კარგად თამაშობს და ესპანეთის ნაკრებში რადიკალური ცვლილებები გამოიწვია, ასე რომ, რატომ არ უნდა იყოს ის საუკეთესო მომავალ წლებში?!”
განსაკუთრებული აურა და სიმწიფე
ალკანტარამ ასევე აღნიშნა იამალის არაორდინალური თვისებები და სათამაშო ინტელექტი, რითაც ის თანატოლებისგან საგრძნობლად გამოირჩევა:
“ფეხბურთი უფრო ფიზიკური გახდა, რადგან მათ გადაწყვეტილებების მიღება უდიდეს სისწრაფეზე შეუძლიათ. ის ძალიან მოწიფული ბავშვია და იმ ცხოვრებით ცხოვრობს, რომელსაც იმსახურებს. თავად გადაწყვეტს, ითამაშოს უმაღლეს დონეზე, თუ უბრალოდ თავისი ცხოვრება გააგრძელოს. ლამინს უკვე აქვს ეს განსაკუთრებული აურა.”
ჰანსი ფლიკის გავლენა და იდეალური ნახევარდაცვა
მეგობრულ საუბარში ჰანსი ფლიკის თემაც გაჟღერდა. “მისგან ვისწავლე, თუ როგორ უნდა მოიქცეს მწვრთნელი, როგორც ადამიანი და როგორ უნდა მართოს გუნდი”, – განმარტა ტიაგომ. თუმცა, მას არც პეპ გვარდიოლა, ლუის ენრიკე და იურგენ კლოპი დავიწყებია.
ბოლოს, ფერდინანდმა მას სთხოვა, ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ნახევარდაცვის სამეული დაესახელებინა. ტიაგოს არჩევანი დეკლან რაისზე, ვიტინიასა და პედრიზე შეჩერდა:
“რაისი 8 ნომერზე უკეთესად თამაშობს, მაგრამ ამ პოზიციას პედრის ვუტოვებ. ის მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია. მე მასთან ერთად როგორც ფეხბურთელმა ვივარჯიშე, შემდგომში კი – როგორც მწვრთნელმა.”
აღსანიშნავია, რომ ტიაგომ კანარიელი ფეხბურთელი ანდრეს ინიესტას შეადარა.
იასნა
ჰოლანდი უნდა მოიყვანონ. მართალია ხანგრძლივი კონტრაკტი აქვს მარა მგონია რაღაც პუნქტი იდება რომ ადეკვატურ ფასად ყიდვა შეიძლებოდეს
ისე მართლა ვინიმ პენალტი როგორ გადასცაა, ლიდერი ხარ, დაარტყი რაა… ეგრევე ის გამახსენდა, ბიძა ხაარ, ტორტი მოჯვი რაა
დაამატონ ცოტა და ჰალანდი მოუვათო, კი ძმებო, წიწიბურაა და მარკეტში დევს :დ
ვინ მოგყიდით ვიინ?! :დ
მცუანა ვინი როგორ გადაცა პენალი ბიჭო აი მაგიტომ ვერ იქნება ვერასდროს ლიდერი.მაცივარი ბარსაში არ მომწონს მაგრამ ამ ეტაპზე ნ1 9 ნომერია პლანეტაზე და თან ლაპორტას მაგრად ევასება ზოგადად სულ ხმაურიანი ტრასფერებს დებდა რიცა ფორვარდზე მიდგენოდა საქმე ვნახოთ რა მოხდება მსოფლიოს მერე.✌🏻
რა ვერძილაა ჰოლანდი ბიჭო, გაუშა ბრაზილია, სუფთა საქონელია.
ბარსაში სასწაული იქნებოდა, მარა ვერ წარმომიდგენია, შეუძლებელია ბარსამ გადმოიბიროს, ვერც რეალში წარმომიდგენია, მბაპე და ეგ ერთად უზედმეტესი იქნებოდა, ვერც პსჟ ში წარმომიდგენია ჩემპიონატის გამო, რავი მე მოგია რომ იქაა სადაც უნდა იყოს, რეალურად ასეა. მარა თუ მოხდა სასწაული, თვითონაც თუ მოუნდა და ბარსაში გადმოვიდა, აი სასწაულად მაგარი იქნება რაა
Ჰოლანდიის გადმოყვანა ზღაპარია რაფინია რომც გავყიდოთ და მაგას პლიუს 100 მილიონი დავამატოთ მაინც არ მოგვივა. 250 მილიონი მაინც დაჯდება ნორვეგიელი პლიუს დიდ ხელფასსაც მოითხოვს რასაც ნამდვილად ვერ გაწვდებიან ამ დროისთვის. Ისე კი უახლოეს მომავალში მგონია რომ ჰოლანდი მაიც ამოყოფს თავს ბარსაში. Მბაპესთან კონკურენციას ლალიგის ბომბარდირობისთვის წესით ხელიდან არ გაუშვებს
ერთადერთი ბარსელონას ის შველის რომ თითონ ჰალანდს არ უნდა მბაპესთან ერთად თამაში მეტი არაფერი
და არც ვინისიუსთან.
მაცივარი მომიყვანეთ ბარსაში! არანაირი ხულიან ალვარესი და რაფა *ლეაო
აი წინათ დავწერე თუ ყიდვაა ბარემ ჰალანდი იყიდონთქო და თუ არ გამოვა ალვარესი კი მომწონს მარა 150 მებევრებათქო, აი ამდენს სადაც იხდი იქ ჰალანდიც მოგივა ცოტას თუ დაამატებ და გასაგებია რო ხელფასსაც მოითხოვს მეორე 150 და 200 ლარა რავი ზატო იცი რო გოლი გექნება
ისე რეალმა თუ ოლისეზე სერიოზულად გაიწია, ასე მგონია ბარსამ ალვარესი უნდა დაიკიდოს და ჰალანდში გადაიხადოს რამდენსაც მოთხოვენ. შესაძლოა ეგ თანხა 250მილიონი იყოს, მაგრამ ნაღდად ღირს, მითუმეტეს თუკი რაფინიას გასაღება შეუძლიათ არაბებზე 100-150 მილიონად. მაგას დაამატებ ამ ალვარესში ახლა ჩამოდებულ იმ 100 მილიონს და მოგყავს ჰალანდი.. აი რავიცი.. საოცრება იქნებოდა მაგ ზღაპრის დაჯერება რომ შეიძლებოდეს, მარა დეკუ გვყავს დირექტორად და აზრი არა აქვს. არადა ეს რეალი რეებს აკეთებს.. მაგათმა თუ ოლისე და ენცო წაიყვანეს, მერე მართლა აღარ ვღადაობ, ჯერ ხო დაცვა იქნება სერიოზულად მოსახოდი და მერე კიდე შეტევაში ალვარესს ვერ ენდობი, მითუმეტეს 150 მილიონად და ჩემი ლოგიკა ისაა რომ სადაც მაგ 150ს იხდი, მოდი ბარემ დაამატე და მოიყვანე მონსტრი გენერაციული ფორვარდი, რომელსაც სერიოზული პოტენციალი აქვს რომ ისტორიაში საუკეთესო 10ში შევიდეს, ხოლო როგორც სტრაიკერი შეიძლება კარიერის ბოლოს საუკეთესოდ აღიარონ.. ნუ რავიცი.. ძაან მონსტრია ტიპი. ეგ და იამალი, აი რავიცი.. მტერსაც არ ვუსურვებ მეტოქისთვის იმხელა დარტყმა იქნებოდა, ხოლო მეორე ფლანგზე რაფინიას ასლი უკვე მოვიყვანეთ, რომელიც უფრო ახალგაზრდა, არატრავმიანი და ენერგიული ტიპია.. პროსტა მაგ პოზიციაზე სკამის მოყვანა იქნებოდა საჭირო და მე ისევ მიკა გოცს ვაწვები, რაც რავი ასე 25 მილიონი დაგვიჯდებოდა..
ამ დაცვაშიც ამ დეკუმ თავი არ მაგინებინოს და მოიყვანოს წესიერი ფლანგისა და ცენტრალური მცველები თორე არ ვიცი. კუბარსის უეჭველი ჭირდება გამოცდილი მცველი, მარტინი რამდენად კარგიც არ უნდა იყოს, ეგ ბიჭი სკამისთვის ძაან კაი იქნება, მაგრამ კუბარსის გამოცდილი მცველი ჭირდება. ფლაგები კი საერთოდ გადასაკეთებელია.. ნუ რავი. ვილოცოთ რომ რამე ნორმალურს იზამენ.. მე კი დიდად არ მჯერა, მარა თვითონ თუ უყურებენ სხვა გრანდები როგორც ძლიერდებიან, არამგონია ესეთი ალვარესი ეგონოთ ყველაფრის გასაღები, მითუმეტეს ასეთი დაცვის ხელში..
რაფინიასთვის დამთავრდა მუნდიალი. ეეხ წარბა, არ გელოდება კარგი დღეები, დაურეკე ფერგის, სხვისგან რჩევას მაინც არ მივიღებო აბა შენ იცი.
რა მუნდიალი მკვდარზე ვენოკია სამწუხაროდ რაფინია რამდენი ხანია, კიდე შეაკლას თავი ამხანაგურებს და მერე მსოფლიოზე დაისვენოს ხოლმე.
ბრაზილია რომ გქვია (20 ! წელია მარტო სახელია დარჩენილი 2006 წლიდან!) და მწვრთნელად იტალიელ ანჩელოტის მიიყვან უარესად უნდა მოგტ@ნან !
150მილიონის გადაყრა ალვარეზში,დაამატონ 50 მილიონი და მოუვათ ჰოლანდი
ალვარეზის ბალეიშიკები დამენახეთ უნდა დაგთვალოთ :))))))))))))))))))))))))))))))))))))) ალვარეზის სიაფანდი ……………
რა ალვარესი ბიჭო რის ალვარესი. მიიღო დაარტყა გოლია.
რა გაისროლა იმ ელჯის მაცივარმა
მოიყვანეთ ეს მონსტრი ჰოლანდიიი
მარტო მე და შენ გვინდა ეგ აქ
საუკეთესო ფორვარდია და იდეალურად მოერგება ფლიკის გუნდს მარა ძალიან რთული იქნება მაგის გადმოყვანა
არგენტინას ინტენსიურობა დაუწუნა კარლო ანჩყლელოტიმ, ნეტა თავისი ნაკრების თამაშებს თუ უყურებს
რეალმა რა ტრანსფერები დადო და კიდევ არ ჩერდებიან, დაცვის ფლანგებზე კუკურეია და დუმფრიზი, ორივე მაგარი სწრაფი და დაუღალავი, პლუს მბაპე? ეგენი აგ აწიოკებენ თუ ტრანსფერი არ გავაკეთეთ. რაფა კაცმა არიცის რა ფორმაში დაბრუნდება. გორდონის იმედი არამაქ, არცაა გამტანი. ფორვარდი გვინდა და მცველები