მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰოლანდის განცხადებამ დორტმუნდი გააკვირვა

ჰოლანდის განცხადებამ დორტმუნდი გააკვირვა

გერმანული “დორტმუნდი” გუნდის ლიდერის, ერლინგ ჰოლანდის განცხადებით გაკვირვებული დარჩა. ამ საკითხზე კომენტარს კლუბის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი აკეთებს.

ცოტა ხნის წინ ჰოლანდმა განაცხადა, რომ დორტმუნდელები მას მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას აჩქარებენ. ნორვეგიელის თქმით, მან გადაწყვეტილება ახლავე უნდა მიიღოს.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ჰოლანდის კომენტარს ცორკი ასე გამოეხმაურა:

ჰოლანდის კომენტარმა ცოტათი გაგვაკვირვა. ამჟამად არანაირი დედლაინი დადგენილი არაა და ამ საკითხზე საუბარიც არ ყოფილა. თუმცა, ნათელი და გასაგებია, რომ პროფესიონალური ფაქტორების გათვალისწინებით, გარკვეულ ეტაპზე მოლაპარაკებების დაწყება მოგვიწევს.

ცნობილია, რომ ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი “ბარსელონაა”. შესაძლოა, კატალონიელებისთვის სჯობდეს, რომ ნორვეგიელმა გადაწყვეტილება მოგვიანებით მიიღოს, როდესაც “ბარსას” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გადაწყვეტილი იქნება. კატალონიელებს ტალანტის ხელში ჩაგდება ასე უფრო გაუადვილდებათ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

  • nika 54
    schedule 16 იან 2022, 15:38

    "ცნობილია, რომ ერლინგ ჰოლანდის ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი "ბარსელონაა"
    არვიცი ეს ალბათ ლაპორტას აზრია. მაგას იმდენი მსურველი ყავს და ყველა ბარსაზე მდიდარი, რო გაფიქრებაც კი მზარავს.