Mundo Deportivo საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს: ლუკ დე იონგი, რომლის “ბარსელონადან” წასვლა თითქმის გადაწყვეტილად ითვლებოდა, უკვე ჩავი ერნანდესის გეგმებში შედის.
“ბარსას” მთავარი მწვრთნელი ბოლო მატჩებში დე იონგის მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია და ფიქრობს, რომ მისი შემადგენლობაში ყოფნა გუნდისთვის კარგი იქნება. ჩავის ყველაზე მეტად ჰოლანდიელი ფეხბურთელის შრომისმოყვარეობა, განწყობა და ახალ სისტემასთან სწრაფად შეგუების უნარი მოსწონს.
31 წლის ცენტრფორვარდი ბოლო 3 შეხვედრაში “ბლაუგრანას” 3 გოლით დაეხმარა, რამაც მის მიმართ დამოკიდებულება ბევრს შეუცვალა.
ლუკ დე იონგის ნაცვლად, ჩავი ტრანსფერზე მემფის დეპაის დააყენებს – წყაროს ცნობით, “ლიონის” ყოფილი თავდამსხმელი კატალონიური გუნდის დამრიგებლის სისტემაში არ ჯდება.
ორივე ფეხბურთელი “ბარსელონას” 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. დე იონგი კლუბში “სევილიადან” ერთწლიანი იჯარით ირიცხება, მემფისის კონტრაქტის ხანგრძლივობა კი ორი წელია.




ისე მარტო ჩავის სურვილი არ კმარა დეპაის გასაშვებად, ფეხბურთელს კითხეს? აგერ ქვეყანა გასაყრელები გვყავს და ცოცხალი თავით არავის უნდა წასვლა.
დეიონგს კლასი არააქვს. ტიპმა ორჯერ ხელებში ჩაახუტა კურტუას ბურთი. გოლზეც გაუმართლა თორე დასწრებაზე ვერ ითამაშა საერთოდ. ამ ორის შედარებისას მე პირადად დეპაის დეიონგზე წინ ვაყენებ. სეზონის სტარტზე რამდენი ქულა მოგვიტანა მემფისმა, აშკარაა რომ დეიონგზე მეტის მიცემა შეუძლია მემფისს გუნდისთვის და ჩავი გამოიყენებს იმედია
ესეც მორიგი ზღაპარია ტრავის მერე შევა ფორმაში და იქნება ძირითადში სულ
დეპაიში მაქსიმუმ 20 თუ გადაიხადეს, ვის რაში ჭირდება დეპაი მაგ ფასად.
ლუკი ზაფხულამდე დაიტოვონ და მერე დააბრუნონ სევილიაში,დეპაი კი -1მოთამაშეა
ძან კაი ეს თუ სიმართლეა, უფასოთა მოთრეული დეპაი და ყოველი თეთრი ხელფასს ზემოთ მოგებაა თან არაფრის მაქნიდია დე იონგი უფრო ხოდზეა ამ წამს. ჯობია მეტი ფული გამოვიმუშავოთ ეხლავე ხელფასითაც დეპაიზე ნაკლები ექნება დეს უეჭველი
ორივე დატოვონ ზაფხულამდე
ზამთარში არავის გაშვება არ ღირს ვინ როდის დაიტრამვება კაცმა არ იცის ასე რომ დეპაიც გამოდგება. ლუკს რაც შეეხება დატოვონ ზაფხულამდე და აღარ დავიმატოთ შემტევი. მორატას დამატებას არავის დამატება ჯობს და ბრაითაც ბრუნდება
ისედაც შესაძლოა დემბელემ დატოვოს გუნდი. დემირი წავიდა ფატის იმედიც ბოლომდე ვერ იქნება ასე რომ დეპაი მარცხენა კრაიზე საჭიროა თუნდაც ზამენიდან. კორონაც გვიტევს და ჟუნტკლა, აკომაჩებით ხომ არ დავრჩებით? აბდე კაი ტიპია მარა ბევრს მაზავს დეპაისთან შედარებითაც
დეპაი კაი ფასად გაიყიდება და შეიძლება ჰალანდზე ფიქრი მერე