მიუნხენის “ბაიერნის” 26 წლის ფეხბურთელი, ნიკლას ზიულე, “ბარსელონას” ინტერესთა სფეროშია, იტყობინება Bild.
ზიულეს “რეკორდმაისტერთან” მოქმედი კონტრაქტი მომდევნო ზაფხულში ეწურება და “ბარსა” მის უფასოდ დამატებას განიხილავს. გერმანული გამოცემა წერს, რომ “ბლაუგრანას” ფაქტორი ზიულესა და “ბაიერნს” შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს ხელს უშლის.
დიდი ხანია, რაც “ბარსელონას” დაცვის ხაზში სერიოზული პრობლემები აქვს. ამ მხრივ, ზაფხულში ჩავის გუნდი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებს. ასევე, ინფორმაცია ხოსე გაიას შესახებაც ვრცელდება.




რათგვინდა ეს დონდლო ლენგლესაც ვერ აჯობებს ეს 😂😂😂
მე ლისანდრო მარტინესის ვარიანტი მხიბლავს. არახოსთან დუეტში ეგ უფრო მაგარი იქნებოდა
სადაც კროოსი ასე გაუშვეს ეს რატო არა?
ეს მაგარ ჯანზეა,თან ძაან სწრაფია.
ამისთანა კარგი თუა უფასოდ რატომ გამოუშვებს, ალბათ გაუგრძელებენ უნდა თუ არა.
სტანდარტულებიდან და კუთხურებიდან ვუშვებთ, ლენგლეს და მინგესას ჯობია რა თქმა უნდა. გამოგვადგებოდა.
ორმეტრიანი ცხოველი, სახეზე ვერვოლფს გავს
მკითხაობას გავს
მემგონი კარგი იქნება 😝