მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი:” საბოლოოდ ფეხბურთელები ერთმანეთს დახოცავენ”

როსელი:” საბოლოოდ ფეხბურთელები ერთმანეთს დახოცავენ”

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი არამარტო თავის, არამედ მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებზეც წუხს.

 

რაც “ელ კლასიკოს” ბოლოს მოხდა ყველამ კარგად იცის და გახსენებაც არ ღირს. სანდრო როსელმა კი ამ ფაქტზე საკმაოდ ობიექტური განცხადება გააკეთა: “დაძაბულობის დონე ჩვენ თვითონ უნდა დავწიოთ. თუ ყველა საზრიანად არ მოიქცევა, საბოლოოდ ფეხბურთელები ერთმანეთს მოედანზევე დახოცავენ.”

 

“ფოტოები ყველაფერს ამბობენ, ხელისუფლებამ კი უნდა გადაწყვიტოს რა გააკეთოს ამის საწინააღმდეგოდ. “

 

სანდრო როსელმა განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ ჟოზე მაურინიოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას. ბოლოს კი დაურთო: “ტიტო ვილანოვა არის ის პირველი, რომელსაც პრობლემები არ სჭირდება.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში