workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ელ კლასიკოს შვიდი შესაძლო დებიუტანტი

ელ კლასიკოს შვიდი შესაძლო დებიუტანტი

ხვალ, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალის ეგიდით “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გასამართი შეხვედრა მიმდინარე სეზონში რიგით მეორე “ელ კლასიკო” იქნება. ლა ლიგის პირველ წრეში გამართული მატჩი “ბარსას” ოთხი ფეხბურთელისთვის: გავისთვის, ერიკ გარსიასთვის, სერხიო აგუეროსა და მემფის დეპაისთვის სადებიუტო “ელ კლასიკო” იყო, ხვალინდელ დაპირისპირებაში კი ამის შანსი კიდევ 7 ფეხბურთელს ექნება.

ნიკო გონსალესი

20 წლის ნახევარმცველმა პირველი მატჩი “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ ჩაატარა და მას შემდეგ შემადგენლობის რეგულარული წევრი გახდა. ნიკომ მიმდინარე სეზონში 1250 წუთი თამაშა და 2 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო. დიდი ალბათობით, ის ხვალ “რეალის” წინააღმდეგ ითამაშებს.

ალეხანდრო ბალდე

“ლა მასიას” ახალგაზრდა წევრს დებიუტი გასული წლის 20 სექტემბერს, “გრანადას” წინააღმდეგ, მარცხენა მცველის პოზიციაზე ჰქონდა, თუმცა შემდგომაში მან გარემარბის პოზიციაზეც იასპარეზა. 18 წლის უნივერსალმა ჯამში 117 წუთი ითამაშა და, შესაძლოა, შანსი “ელ კლასიკოშიც” მიეცეს.

აბდე ეზალზული

მაროკოელი შემტევი, რომელიც “ბარსამ” “ელჩედან” დაიმატა, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენაა. ეზალზული პირველად სერჟი ბარჟუანმა დააწინაურა და მას ჩავი ერნანდესიც ხშირად ენდობა. 20 წლის აბდემ 510 წუთი ითამაშა და 1 გოლის გატანა მოახერხა. შეტევაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, “რეალთან” მისი გამოყენება მოსალოდნელია.

ფერან ჟუტგლა

ჟუტგლა პირველ გუნდში “მარადონას თასზე” “ბოკა ხუნიორსის” წინააღმდეგ გამოჩნდა, სადაც თავიც გამოიჩინა. მას შემდეგ ჩავი ერნანდესი ესპანელს ლა ლიგაშიც ათამაშებს და დიდი შანსია, ის “ელ კლასიკოშიც” ვიხილოთ.

ალვარო სანსი

სანსი 2015 წლიდან “ბარსელონა ბ-ს” წევრია, პირველ გუნდში დებიუტი კი 2 იანვარს, “მალიორკას” წინააღმდეგ ჰქონდა. 20 წლის ნახევარმცველი “ბარსას” სისტემას იდეალურად ერგება და “რეალის” წინააღმდეგ მისთვის თამაშის შანსის მიცემა არ უნდა გაგვიკვირდეს.

ინიაკი პენია

პენია დიდი ხანია, “ბარსას” მესამე მეკარეა, თუმცა პირველ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია. “ელ კლასიკოშიც” მისი თამაშის მხოლოდ თეორიული შანსები არსებობს.

ფერან ტორესი

კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, “ბარსას” ახალწვეული საუდის არაბეთში, დღეს დილით, პედრისთან ერთად გაემგზავრა და გუნდს შეუერთდა. დიდი შანსია, ტორესის დებიუტი სწორედ “ელ კლასიკოში” შედგეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 12 იან 2022, 15:16
    #6

    გავი სად არის, ჩემპიონატის წითელი თასზე ხო არ ვრცელდება შემთხვევით.

  • El pistolero 9
    schedule 11 იან 2022, 18:32
    #5

    ვისაც ექნება დებიუტი იმათ ვუსურვებ წარმატებას. დებიუტანტები დარწმუნებული ვარ თავს არ დაზოგავენ.

  • Mess cue un club1889
    schedule 11 იან 2022, 17:47
    #4

    წინაზე ერთ ერთ მწერალს ეწერა რომ ხავი რიკის ნამიოკებს ურტყავს რომ არ მოსწონს მისი თამაშიო და ეხლა თქვენც ეგრე მოგივიდათ ალვარო სანზის შესაძლო თამაშზე დაწერეთ და ის დაგავიწყდათ რიკი პუჩსაც რომ არ აქვს ნათამაშები რეალის წინააღმდეგ და მასაც შესაძლოა რომ დებიუტი ქონდეს

  • LM10TheLegend
    schedule 11 იან 2022, 17:27
    #3

    ტერ შტეგენი დადგება რათქმაუნდა

  • gecheche
    schedule 11 იან 2022, 17:26
    #2

    《○BIG ĆULE○》,
    ტერშტგენნი უნდა დადგეს წესით ხვალ ნეტუ ძაან ცუდია

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 იან 2022, 17:21
    #1

    აქედან ნიკოს და ტორესს მგონია რომ ექნება დებიუტი ყველაზე მეტად,ბალდე იშვიათად თამაშობს, ჟუტგლაც არაა გამორიცხული და არც აბდე,აი პენია და სანსი ყველაზე ნაკლებად მგონია, ისე ნეტოს თამაშს ახლა ასეთ ტურნირებზე პენია ათამაშონ ჯობია, ეს კლასიკოა და პრინციპული თამაშია მაგრამ ზოგადად ასეთ ტურნირებზე პენია ათამაშონ ჯობია