workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვარო მორატა ბარსელონაში გადმოსასვლელად კვლავ იბრძვის

ალვარო მორატა ბარსელონაში გადმოსასვლელად კვლავ იბრძვის

Sport-ის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ალვარო მორატას “იუვენტუსში” დარჩენა დაადასტურა, ესპანელი შემტევი “ბარსელონაში” გადმოსასვლელად კვლავ იბრძვის.

ამავე წყაროს ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესს უთხრა, რომ “ბარსაში” თამაშის გამო ყველაფერს გააკეთებს, თუმცა, მანამდე კატალონიელებს სახელფასო ლიმიტის შემცირება მოუწევთ, რის შემდეგაც “ატლეტიკოსა” და “იუვენტუსს” საბოლოო შეთავაზებას გაუკეთებენ.

როგორც ცნობილია, “ბლაუგრანას” მორატას გადაბირება ჩავი ერნანდესის მოთხოვნის გამო სურს და, როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგი არც თავად ალვაროა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 07 იან 2022, 01:29
    #6

    წადი რა დაახვიე, თავი დაგვანებე. კარგი, რომ იყო ზემოდან დაგვიწყებდი ყურებას.

  • EL MAESTRO 6
    schedule 06 იან 2022, 22:20
    #5

    ამას ბებერი სუარესი ათასჯერ მირჩევნია

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 06 იან 2022, 21:03
    #4

    El pistolero 9,
    ტყუილი ფულის ფლანგვაა

  • nika 54
    schedule 06 იან 2022, 20:25
    #3

    ძალიან აღარ მაინტერესებს ამის გადმოსვლა, ჯჯერ ალეგრის განცხადებაზე: "მორატა არსად არ წავა, საკითხი დახურულია".
    და მერე სერესოს განცხადებით, 35 მილიონი და აუცილებელი გამოსყიდვა. აი ამ გველისთვის სუარესი რო მიყავდა უნდა გვეთქვა 35 მილიონი და წაიყვანეთ. მაგრამ რატომღაც სულ ჩვენ გამოვდივართ დაჩმორებულები.

  • Golden boy
    schedule 06 იან 2022, 20:11
    #2

    ციტატა: VanillaDream
    აუ გააჟუი რა. წადი და რეალში დაბრუნდი.


    ვიცით რომ თანამედროვეობის საუკეთესო ფორვარდი ნამდვილად არ არის მაგრამ ეხლა ფორვარდი ისე გვჭირდება როგორც არასდროს, თუ ჰოლანდი მოვიდა (რაც ძალიან მეეჭვება) მერე გაუშვებენ მე პრობლემას ვერ ვხედავ ნახევარი ან ერთი სეზონით რატო არ უნდა დაიმატონ .

  • El pistolero 9
    schedule 06 იან 2022, 20:07
    #1

    მაგრად მაინტერესებს რა ნახა ჩავიმ ამაში. ყველგან სადაც ითამაშა ცუდი არ ყოფილა მაგრამ რასაც ელოდნენ ის მაინც არ იყო. სკამისთვის თუ უნდათ მშვენიერი ვარიანტია