ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
დღევანდელ გამოკითხვაში მომხმარებლების 70%-მა უპირატესობა 4-3-3 წყობას მიანიჭა.
ყველაზე მეტი ხმა ფერან ჟუტგლამ და დანი ალვესმა მიიღეს, სასტარტოში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა კი – ნეტუმ.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “ლინარესთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ნეტუ – ალვესი, არაუხო, პიკე, ალბა – ბუსკეტსი, ნიკო, ფ. დე იონგი – დემბელე, აკომაში, ჟუტგლა.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებლების 60% მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” გოლს არ გაუშვებს, ყველაზე პოპულარული სავარაუდო ანგარიში კი 0-2 არის.
თამაში 22 საათსა და 30 წუთზე იწყება. პირდაპირ რეპორტაჟს აჭარასპორტ 1 გვთავაზობს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.
მე ვუყურებ sportshub.fun ამ საიტზე, მე ინგლისურად ვუყურებ ხოლმე მარგამ სხვა ენებზეც არის ( ქართულად არაა) , ყველა სპორტის ლაივია მანდ
და ვისაც აჭარასპორტ-1 არა გვაქვს, რა ვქნათ არ ვუყუროთ? ეგება ვინმემ რამე საიტი იცოდეს. ყველა ფუტბოლ ლაივები გაუქმებულია, ეტყობა ამ ტოტალიზატორების ჩალიჩით.
ნეტუ მაგრად მეცოდება, ერთი თასზე თამაშობდა და მანდაც თუ აღარ დააყენეს საცოდაობა იქნება მაგარი.
ნამდვილად ცოდოა.კარგი საშუალო დონის გუნდის ძირითადის მეკარე იქნებოდა,კოპაზე რო ათამაშოს ცუდი არ იქნება,დღეს მაინც.
M10 S9 D11,
ნეტუ მაგრად მეცოდება, ერთი თასზე თამაშობდა და მანდაც თუ აღარ დააყენეს საცოდაობა იქნება მაგარი.
შტეგენმა უნდა ითამაშოს აუცილებლად ძლივს შედის ფორმაში მემგონი