workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რამდენი დაუჯდება ბარსელონას ჰოლანდის ტრანსფერი

რამდენი დაუჯდება ბარსელონას ჰოლანდის ტრანსფერი

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონა” დორტმუნდის “ბორუსიას” ლიდერის, ერლინგ ჰოლანდისთვის იბრძოლებს. გავრცელებული ცნობებით, ჟოან ლაპორტა ნორვეგიელის ტრანსფერში დარწმუნებულია. თუ ასეა, პრეზიდენტს ყველანაირი ხარჯი გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს.

L’Équipe El Chiringuito-ზე დაყრდნობით გვამცნობს, თუ რა თანხა იქნება საჭირო ზაფხულში ჰოლანდის შესაძენად:

  • 75 მილიონი ევრო ფეხბურთელის გამოსასყიდი
  • 20 მილიონის ოდენობის საკომისიო მინო რაიოლასა და ჰოლანდის მამას
  • 30-35 მილიონი წლიური ხელფასი ერლინგს

როგორც ვხედავთ, პირველ ეტაპზე, საუბარი დაახლოებით 130 მილიონ ევროზეა. არაერთხელ აღინიშნა, რომ “ბარსელონას” ტრანსფერისთვის საკმარისი თანხა აქვს, მთავარი პრობლემა ლა ლიგის რეგულაციების დაცვა იქნება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • პავლოვიჩი56
    schedule 05 იან 2022, 21:03

    ციტატა: Giovanni
    ფაბფრიციო რომანომ, დაწერა ჰალანდის დიდი ბებია 25 მილიონს ითხოვს ტრანსფერიდანო, მე რო არ ვყოფილიყავი ჩემსფეხებს გაჩნდებოდა ჰალანდიო 🙂


    stuck_out_tongue_winking_eye

  • nika 54
    schedule 05 იან 2022, 19:52

    გავრცელებული ცნობებით, ჟოან ლაპორტა ნორვეგიელის ტრანსფერში დარწმუნებულია. თუ ასეა, პრეზიდენტს ყველანაირი ხარჯი გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს.
    კარგად მოუსმინეთ ლაპორტას, სულ კაპიკებში ექნება დათვლილი და გათვალისწინებული ყველანაირი ხარჯი. მესიზე რო ამბობდა უსიკვდილოდ ვაფორმებთო ხო შეასრულა პატიოსნად სიტყვა. ეს არავის მომყვანი არ არის. ჰოლანდი მოიყვანოს და პირადად მოვიხდი აქ ბოდიშს ყველასთან.

  • EL MAESTRO 6
    schedule 05 იან 2022, 19:44

    უსამართლობა იქნება თუ ნაგავი ფეხბურთელების გამო ვერ მოვიყვანთ ამას, ბევრი საჩალიჩოა მოკლედ და იმედია ნაგვისგან განვიწმინდებით

  • El pistolero 9
    schedule 05 იან 2022, 19:25

    30 მილიონი ხელფასი ძაან ბევრია. არამგონია კლუბი მაგდენს გაწვდეს და ნელ-ნელა რო ვაკვირდები სიტუაციას ვლაჰოვიჩის მოყვანისკენ ვიხრები

  • KING_BARCA
    schedule 05 იან 2022, 18:53

    ესეთი ველური ფორვარდი გვჭირდება, ეს ციყვები და ნაზები არგვინდა….

  • me da barca
    schedule 05 იან 2022, 18:36

    გამოსასყიდი 75 მილიონიო, რომ წერია, ადრე დაიწერა ზუსტად არავინ არ იცისო ეს თანხა მართლა 75-ია თუ მეტი. ისიც არ მჯერა მამამისი და რაიოლა 20 მილიონს თუ დათანხმდება.
    ისე საინტერესოა ხელფასს რამდენს მოითხოვს რაიოლა, 40-50 თუ 60.

  • M10 S9 D11
    schedule 05 იან 2022, 18:34

    რამხელა კომპენსაცია ითხოვს რაიოლა რა უბედურებაა ხელფასიც ნამეტანია

  • xavi73
    schedule 05 იან 2022, 17:46

    უფასოდ გაუშვან კოუტინიო და უმტიტი მაგათ გამო სულ ხომარ დავაქცევთ გუნდს,დემბელეც ზედ მიაყოლონ და საკმარისი იქნება ჰალანდის გასაფორმებლად

  • NEYBarca
    schedule 05 იან 2022, 17:36

    უმტიტი, კოუ და დემბელე კი იღებენ ჯამში 30 მილიონს, მეტს თუ არა :დ ჩემი აზრით გასაშვებს თუ გაუშვებს გუნდი, ფინანსურად არ იქება ჰალანდის დამატება პრობლემა. აი სპორტული კუთხით რამდენად დაითანხმებს ლაპორტა ეგაა საკითხავი. წესით რავი ტორესი აწყობილი სიტიდან გამოექცა გუარდის და წესით სპორტულადაც მიმზიდველებიც უნდა ვიყოთ :დ

  • Mess cue un club1889
    schedule 05 იან 2022, 17:26

    თავის დროზე 30 მილიონად შეიძლებოდა ყიდვა ახლა კი 130 გვიჯდება.
    მაგრამ სადაც კოუტინიოში 105, დემბელეში 140, და გრზიმანში 120 გადავიხადეთ იქაც 130 ჰოლანდში არაფერი არაა მეტი რო არ გვიჯდება კაია