წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 23 თებერვალს მოხდა.
თამაშები
23 თებერვალს “ბარსელონას” 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1913 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი (1932-33) და მწვრთნელი (1967-69) სალვადორ არტიგასი. “ბლაუგრანას” მაისურით მან 4 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
1941 წელი
მადრიდში გამართულ “ელ კლასიკოში” “ბარსელონამ” ხოსე ბრავოსა და მარიანო მარტინის მიერ მე-2 ტაიმში გატანილი გოლებით 2-1 მოიგო.
1948 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი მანუელ კლარესი. 1973-1978 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 126 შეხვედრა ჩაატარა და 53 გოლი გაიტანა. კლარესმა “ბარსელონაში” ესპანეთის თასი მოიგო.
1997 წელი
“ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “სარაგოსა” 4-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან პირველი გოლი აბელარდომ გაიტანა, შემდეგ კი ჰეთ თრიქი რონალდომ შეასრულა.
2002 წელი
“ბარსელონამ” ლა ლიგის გასვლით მატჩში “ვალენსიასთან” 0-2 წააგო. ეს შეხვედრა ფრანკ დე ბურისთვის ესპანეთის ჩემპიონატში მე-100 გამოდგა.
2005 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა” “ჩელსისთან” საკუთარ კედლებში აგებდა, მაგრამ ჯერ დებიუტანტი მაქსი ლოპესის, ხოლო შემდეგ სამუელ ეტო’ოს გოლებით 2-1 მოიგო.
2013 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონა” “სევილიასთან” აგებდა, მაგრამ 2-1 მოიგო. ეს მატჩი ესპანეთის ჩემპიონატის ზედიზედ მე-15 შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ლეო მესიმ გოლი გაიტანა.
ჟერარ პიკემ ლა ლიგაში მაისურით 150-ე თამაში ჩაატარა. ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონას” მაისურით ასევე 150-ედ ვიხილეთ დანი ალვესი.
2019 წელი
“ბარსელონამ” “სევილია” სტუმრად 4-2 დაამარცხა. ლეო მესიმ კარიერაში 50-ე ჰეთ თრიქი შეასრულა. მე-4 გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.
2019 წელი
"ბარსელონამ" სევილია" 4-2 დაამარცხა. ლეო მესიმ "ბარსელონას" მაისურით 50-ე ჰეთ თრიქი შეასრულა. მე-4 გოლი ლუის სუარესმა გაიტანა.
დღეს კი რა ხდება? სევილიის გაგონებაზე მუხლები ეკვეთებათ სუყველას.
ქამბექების დღე ყოფილა🤗