workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მიმდინარე სეზონში ბარსელონამ უკვე 33 ფეხბურთელით ითამაშა

მიმდინარე სეზონში ბარსელონამ უკვე 33 ფეხბურთელით ითამაშა

ის ფაქტი, რომ “ბარსელონაში” სიღრმისეული ცვლილებები საკადრო პრობლემების ფონზე მიმდინარეობს, სტატისტიკითაც დასტურდება.

2021/22 წლების სეზონში “ბარსელონას” მაისურით 33 ფეხბურთელმა ითამაშა. მათგან, 8 “ბარსა B-ს” წევრია (გავი, ნიკო, ბალდე, აბდე, ჟუტგლა, აკომაში, სანსი, პედროლა), 3 კი უკვე ყოფილი ფეხბურთელი (გრიზმანი, ემერსონი, აგუერო).

გუშინ, “მალიორკასთან” მატჩს კატალონიელები სერიოზული დანაკლისით შეხვდნენ, რასაც ნიკოსა და მინგესას დაზიანებებიც დაემატა (საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია და “ლინარესთან” თამაშს ორივე შეძლებს). შედეგად, პირველ გუნდში დებიუტი ორ ახალგაზრდას, ალვარო სანსსა და ესტანისლაუ პედროლას, ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბმა დანი ალვესი და ფერან ტორესი გაიფორმა, მათ კი, შესაძლოა, ალვარო მორატაც შეუერთდეს

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nikusha
    schedule 04 იან 2022, 12:00
    #3

    ნადლობა კორონას

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 იან 2022, 13:06
    #2

    ყველა უნდა მოსინჯოს ჩავიმ და ათამაშოს, გავიმ მაგალითად არ იყო სასწაულად გამორჩეული თავიდან მაგრამ მერე ისეთი განითარება განიცადა, მითუმეტეს ჩავის მოსვლის შემდეგ რომ ყველას შეაყვარა თავი, ნიკო იქამდეც თამაშობდა მაგრამ მანაც დიდი განვითარება განიცადა მაგდამ ფრენკისაც და ნიკოსაც უნდა დაუჯდეს ბუსკეცი და ასწავსლოს თავისი გამოცდილებიდან, აბდეც კარგი არის მოკლედ გამოჩნდება თანდა თან კიდევ კარგი ხალხი, მარჯვება მცველიც რომ დატესტონ არ იქნებოდა ურიგო, ცენტრალური მცველიც

  • nika 54
    schedule 03 იან 2022, 12:58
    #1

    ეგ არის რომ კავანის ცოცხალი თავით არ უშვებს მანჩესტერი. რონალდუზე მეტ იმედს მაგაზე ამყარებენ და არც მალავენ. სეზონის ბოლოს კი ვინ იცის რა სასტავი გვეყოლება და ეხსომება თუ არა ვინმეს კავანი.