ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 21 თებერვალი
- 21-02-2021, 13:42
-
Writer
- 2

განვაგრძობთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 თებერვალს მოხდა.
თამაშები
21 თებერვალს "ბარსელონას" 12-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 5 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
1912 წელი
კატალონიის ნაკრებს საერთაშორისო დებიუტი ჰქონდა - პარიზში საფრანგეთთან 0-7 დამარცხდა.
1954 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში "ბარსელონამ" "რეალი" 5-1 გაანადგურა. მასპინძელთაგან გოლები ხუსტო ტეხადამ (2), სესარმა, მორენომ და ედუარდო მანჩონმა გაიტანეს.
შეხვედრა კუბალასა (რომელიც ლა ლიგაში 50-ე თამაშს ატარებდა) და "რეალის" ფეხბურთელებს შორის ჩხუბითაც გამოირჩა. "ბარსელონა" 10 ათასი პესეტათი დაჯარიმდა, რამდენიმე ფეხბურთელმა კი დისკვალიფიკაცია მიიღო. "რეალს" არანაირი სასჯელი არ დაკისრებია.
2007 წელი
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში, "კამპ ნოუზე" "ლივერპულთან" გამართული მატჩის მე-14 წუთზე მასპინძლები დეკუმ დააწინაურა, მაგრამ სტუმრებმა შეხვედრა 2-1 მოიგეს.
ეს ჩემპიონთა ლიგაზე ლიონელ მესის პირველი საშინაო წაგება იყო.
2009 წელი
მაურისიო პოჩეტინოს "ესპანიოლმა", ივან დე ლა პენიას დუბლის წყალობით, "კამპ ნოუზე" 2-1 მოიგო. ეს ბოლო 27 წლის განმავლობაში "ესპანიოლთან" შინ წაგებული პირველი დერბი იყო. ამ მატჩში ლა ლიგაში პეპ გვარდიოლას გუნდის 22 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
2015 წელი
ყველაზე ტურნირზე "ბარსელონას 11 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა. ლუის ენრიკეს გუნდი "კამპ ნოუზე" "მალაგასთან" დამარცხდა (0-1).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]