მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკი: “აქ ჩავის კარიერის დასასრულებლად არ მოვსულვარ”

სესკი: “აქ ჩავის კარიერის დასასრულებლად არ მოვსულვარ”

 – როგორია ეს? თითქოს ახლა დაიბადეთ?

 – ბოლო თვეების მანძილზე დიდი ზეწოლის ქვეშ ვიყავი. ფსიქოლოგიურად ეს ძალიან რთულია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა. ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ “ბარსაში” თამაშის საშუალება მომეცა.

 – როდისმე გიფიქრიათ, რომ სახლში დაბრუნება ასეთი რთული იქნებოდა? რატომ გაიწელა პროცესი ასე?

 – კლუბიდან წასვლა ჩემი ბრალი იყო. ყველაზე სასურველ ოცნებაშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ “ბარსას” პირველ გუნდში ვითამაშებდი. არც ბავშვობაში და არც “არსენალში” თამაშის დროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ისეთი ბედნიერი დღე მექნებოდა, როგორიც ორშაბათი იყო.

 – პრეზენტაციაზე განაცხადეთ, რომ ვენგერი თქვენთვის მეორე მამასავითაა. იცით, რომ “ბარსას” გულშემატკივრების ნაწილს არ უყვართ ფრანგი?

 – მე თუ აქ ვარ ეს ნაწილობრივ იმან გამოიწვია, რომ ის მეხმარებოდა. მან მიიღო გადაყვეტილება და მითხრა, რომ შემიძლია კლუბის დატოვება. სწორედ ის უძრვებოდა მოლაპარაკებებს. ვენგერის წყალობით გავხდი “ბარსას” ფეხბურთელი.

 – მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მაგრამ რატომ დატოვეთ “ბარსა” 2003 წელს?

 – ვხვდებოდი, რომ პირველ გუნდში მოხვედრის არავითარი შანსი არ მქონდა, ხოლო ჩავი მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო. ამას გარდა გუნდში იყო ანდრესი და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც ჩემზე უკეთესი იყვნენ და ვხვდებოდი, რომ მათი შემცვლელი ვიქნებოდი. მაშინ მიკვირდა, რომ ჩემით “არსენალი” დაინტერესდა და ძალიან გაკვირვებული ვიყავი იმით, რომ არსენ ვენგერმა შვებულების დროს ჩემს თამაშზე დასწრება გადაწყვიტა. მაშინ 16 წლის ვიყავი და “ბარსას” ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი. წინადადება, რომელიც მათ გამიკეთეს შთამბეჭდავი იყო.

 – ყველამ იცის, რომ “ბარსა” თქვენი ცხოვრების გუნდია, რატომ გადაწყვიტეთ ახლა დაბრუნება?

 – ყველაზე ადვილი “არსენალში” დარჩენა იყო. კაპიტანი ვიყავი და ყველა მატჩში ვთამაშობდი. ყოველთვის ვთამაშობდით ჩემპიონთა ლიგაზე და ვიბრძოდით ტიტულებისთვის. ყველაფერი ეს და დიდი კონკურენცია აქ შეიძლება ჩემს მოსვლას უადგილოს ხდის. ძალიან რთული იქნება ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა, მაგრამ ცხოვრებაში ახალი გამოწვევა მსურდა. მეჩვენებოდა, რომ ჩემი განვითარება შენელდა, ამიტომაც საჭირო იყო ადგილის გამოცვლა. მჭირდება განსაკუთრებული მოტივაცია, რომ გავაგრძელო განვითარება.

 – თქვენს მოსვლას ძალიან ელოდნენ და კლუბი მთელი ძალით ინდომებმდა ამას. ყველაზე მნიშვნელოვანი როლი პეპ გვარდიოლამ იქონია, რომელსაც გუნდში თქვენი ხილვა სურდა. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

 – ეს მთავარია. ვიცი, რომ პეპთან და თანგუნდელებთან ერთად ბევრის სწავლა შემიძლია. ისინი კიდევ უფრო უკეთესებს გამხდიან. ამასთანავე არის ბევრი ტაქტიკური და ტექნიკური საკითხები, რომლებიც ამ გუნდში ბევრ რამეს მასწავლიან.

 – 10 წლის წინ თვლიდით, რომ მოედანს პეპზე უკეთ ვერავინ ხედავდა. ეს მოსაზერება ახლაც გაქვთ, თუ საუკეთესოდ საკუთარ თავს მიიჩნევთ?

 – არა, რას ამბობთ! ანდრესი და ჩავი ჩემზე სწრაფად ფიქრობენ, რაც დაამტკიცეს. ისინი ვარსკვლავები არიან როგორც მინდორზე, ასევე მის გარეთ. პეპი ჩემთვის ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო, მაგრამ ახლა ანდრესი და ჩავი არიან ეტალონები.

 – ბევრი წლის წინ პეპმა გაჩუქათ მაისური, რომელზეც ეწერა “შენ იქნები “ბარსას” 4-იანი”. როგორ მოხდა ყველაფერი?

 – ჩემი მშობლები გაცილდნენ, როცა 13 თუ 14 წლის ვიყავი. მე გავემგზავრე ვალიადოლიდში თუ იტალიაში ტურნირზე სათამაშოდ, ზუსტად არ მახსოვს. ამასთან დაკავშირებით დეპრესია მქონდა. ის დრო ჩემთვის სასიამოვნო არ იყო და ჩემმა მწვრთნელმა, არაჩვეულებრივმა ადამიანმა – როდოლფ ბორელმა მითხრა, რომ პეპი ჩემთვის ამ მაისურის ჩუქებას გეგმავდა. ეს დიდი დამთხვევაა, მამაჩემმა ეს მაისური შეინახა. მას ყოველთვის გავუფრთხილდები.

 – თქვენ 87 წლიანი თაობის წარმომადგენელი ხართ. კვლავ ითამაშებთ მესისთან და პიკესთან ერთად. როცა პატარები იყავით საუბრობდით იმაზე, რომ პირველ გუნდში ერთად ითამაშებდით?

 – იმ გუნდში ბევრ ტურნირზე შესანიშნავად ვითამაშეთ. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები იყო. ამ თემაზე არ ვსაუბრობდით. ვფიქრობ, რომ მაშინ ვერცერთი ჩვენგანი ვერ წარმოვიდგენდით, რომ პირველ გუნდში ერთად ვითამაშებდით.

 – რა გვახსენებს იმ სესკს, რომელიც 16 წლის ასაკში წავიდა? თუ დღევანდელი სესკი ვენგერის “შექმნილია”?

 – ვფიქრობ, რომ ძველი სესკი მცირედით შეიცვალა. რაღაც ასპექტებში უკეთესი გავხდი, მაგრამ ვარჯიშის სურვილი ისეთივე მაქვს. ეს შრომისმოყვარეობაა, რაც გაუმჯობესობაში მეხმარება. ყოველთვის მომწონს მუშაობა. არასწორია იმის ფიქრი, რომ ყველაფერი იცი და სხვაზე უკეთესი ხარ.

 – როგოც ფიქრობთ, როგორი იქნება ეს: ივარჯიშო ყოველ დღე უახლოეს მეგობრებთან, პიკესთან და პუიოლთან ერთად?

 – განსაკუთრებული. ეს არის ის, რაც ძალიან მინდოდა. ისინი კარგი მეგობრები არიან და ამ გუნდში კიდევ არაერთი მეგობარი მყავს. მათთან ერთად ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე ბევრი რამ გადამხდა თავს. ეს ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უკეთესად გახდომაში დამეხმარებიან.

 – ახლა შეიძლება ითქვა, რომ “ვაშა” და “ააა” “ტვიტერში” დასრულდა?

 – რა თქმა უნდა არა! ახლა ამას უფრო მეტად გავაკეთებთ. (იცინის)

 – ხერარდს ბავშვობიდან იცნობთ, კარლეს კი ნაკლები დროა, ის კი თქვენთის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა…

 – ჩემთვის კარლესი შთამბეჭდავი ადამიანია. მსოფლიო ჩემპიონატზე ცხოვრებაში ურთულესი დროება მქონდა, ის კი ყოველ დღე ჩემთან შემოდიოდა და მამხნევებდა. საბოლოოდ ფინალში ვითამაშე. ყველაფერი კარგად დასრულდა და მან მითხრა: “ახლა ხედავ, რომ შენს თავში მეტად უნდა გწამდეს”? ის კაპიტანია მოედანზე და მის გარეთ. ფეხბურთში იშვიათია ისეთი ადამიანები, როგორიც ის არის.

 – თქვენი მოსვლით “ბარსას” კლუბის ისტორიაში საუკეთესო ნახევარდაცვა ყავს?

 – დრო გვიჩვენებს. ეს დამოკიდებული იქნება შედეგზე და თამაშზე. მე და ტიაგო ამ სეზონში მოვედით, რათა მეტი ხარისხი და კონკურენცია შევმატოთ გუნდს. ერთად შესანიშნავი გუნდი შევქმნით. არ აქვს მნიშვნელობა საუკეთესო იქნება ისტორიაში თუ არა. ყველაზე მთავარია, რომ “ბარსამ” მაღალ დონეზე ასპარეზობა გააგრძელოს, მოიგოს ტიტულები და ასიამოვნოს გულშემატკივრები.

 – თქვენ დღევანდელი დღის შენაძენად გთვლაინ თუ მომავლის?

 – იმედი მაქვს, რომ მომავლისთვისაც. ამისთვის ბევრს ვიშრომებ. ძალიან ახალგაზრდა ვარ და კარიერის საუკეთესო წლები წინ მაქვს. მომავალში ბევრი უნდა ვისწავლო და იმედი მაქვს, რომ “ბარსაში” ბევრ რამეს ვისწავლი.

 – გუნდს ბევრი ნახევარმცველი ყავს. თვლით, რომ ყველა მათგანს სხვდასხვა რამის შემატება შეუძლიათ გუნდისთვის?

 – ნამდვილად ასეა. ფეხბურთი ერთნაირად გვესმის, მაგრამ ყველა განსხვავებული ვართ. განსხვავებულები ვართ იმაზე მეტად, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. ერთად შესანიშნავ კოლექტივს წარმოვადგენთ. ყველაფერი მოედანზე უნდა დავამტკიცოთ. 

 – წლების წინ ამბობდით, რომ ჩავი გვარდიოლას შთამომავალი იქნებოდა. სესკი ჩავის მემკვიდრეობას მიიღებს?

 – არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ჩავი კიდევ დიდხანს ითამაშებს. ის მოედანზე წარმოუდგენელ რამეებს აკეთებს. იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ჩავიმ კარიერა დაასრულოს. რასაც ჩავიზე ვსაუბრობ ასევე ეხება ანდრესს და ტიაგოს. ვთვლი, რომ ერთად შესანიშნავი კოლექტივი ვართ.

 – “ბარსა” შეძლებს გამარჯვებების და იმ ფეხბურთის თამაშს, რასაც ბოლო წლების მანძილზე აჩვენებდა?

 – ჩვენ ვეცდებით, მაგრამ რთული იქნება. კონკურენციას ისეთი გუნდები გვიწევენ, როგორიც “მადრიდის რეალის”, რომელმაც გააძლიერა შემადგენლობა და სურს ჩემპიონატის და ჩემპიონთა ლიგის მოგება. ასევე არის “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ინტერი” და სხვა გუნდები. ძალიან ფრთხილები და დისციპლინირებულები უნდა ვიყოთ, მაქსიმალურად უნდა ვივარჯიშოთ. მოდუნების უფლება არ გვაქვს. როცა მოდუნდები პრობლემები გამოჩნდება.

 – რომელი მოგონება იქნება მუდამ თქვენთან “არსენალზე”?

 – რთული სათქმელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი დებიუტი. ის მაშინ მოხდა, როცა არ ველოდი. ვფიქრობდი, რომ სათადარიგო სკამზე ვიქნებოდი, მაგრამ უეცრად ძირითადში მოვხვდი. ჩემი ოჯახი იმ თამაშს ესწრებოდა. ეს მართლაც დაუვიწყარი დღე იყო.

 – ნამდვილად მოგენატრებათ ლონდონი. ხუმრობები ბებიათქვენის შესრულებით უფრო სასაცილოა, ვიდრე ლონდონის, არა?

 – მომენატრება ლონდონის ხუმრობები.

 – საინტერესოა, რატომ იქნება თქვენს მაისურზე დაწერილი გვარი, ფაბრეგასი?

 – საერთოდ მე მაისურზე სახელი მაწერია, მაგრამ ახლა ასე მომინდა. ინგლისში მაისურზე ფაბრეგასი მეწერა, რადგან ეს აუცილებელია. ესპანეთის ნაკრებში სესკი მაწერია. თავდაპირველად აქაც სესკის დაწერა მსურდა, მაგრამ არჩევანი ფაბრეგასზე გავაკეთე.

 – მე კი ვიფიქრე, რომ ასე იმიტომ მოიქეცით, რომ მცირე რაოდენობა გულშემატკივრების სწორად წარმოთქვამდნენ თქვენს გვარს…

 – არა, ეს ასე არაა. ყველას აქვს უფლება ისე დამიძახოს, როგორც სწორად თვლის. ამას ვერაფერს მოვუხერხებ. ეს არც ისე მნიშვნელოვანია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში