workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კორონავირუსისგან ლანგლეც განიკურნა

კორონავირუსისგან ლანგლეც განიკურნა

სამუელ უმტიტის შემდეგ, კორონავირუსისგან “ბარსელონას” კიდევ ერთი ფეხბურთელი – კლემან ლანგლე განიკურნა.

ფრანგ უკანახაზელს PCR ტესტი ჩაუტარდა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მზადაა, ვარჯიშს დაუბრუნდეს. ჩავი ერნანდესმა 26 წლის ფეხბურთელი “მალიორკასთან” მატჩის განაცხადში შეიყვანა.

ამჟამად “ბარსელონას” კორონავირუსის გამო ჟორდი ალბა, გავი, სერჟინიო დესტი, ფილიპე კოუტინიო, ალეხანდრო ბალდე, აბდე ეზალზული, უსმან დემბელე და დანი ალვესი აკლია. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Albicelecte
    schedule 02 იან 2022, 16:46
    #8

    გიხაროდეთ smiley laughing
    აწი დაცვა ლენგლესთან ერთად გახდება ის 700 ფუტიანი ყინულის კედელი, რომელიც ჩრდილოეთს თეთრი მოსიარულეებისაგან ათასობით წელი იცავდა satisfied smiley smiley

  • MARI=BARCA-fan
    schedule 02 იან 2022, 13:59
    #7

    ციტატა: ROUCH
    ეზალზულმა მშობლიური ნაკრები უარყო მაგ ჩემალალამ ბარსაში ვიყოო და კოვიდი აიკიდა წასულიყო რამდენი მარიკოელი ფანი გაანაწყენა და ვერც ბარსას დაეხმარება


    იცით რა, ამ შემთხვევაში ეზალზული ცამდე მართალია:
    1- იმიტომ, რომ მგონი არც თვლის თავს მაროკოელად, ალბათ არ უნახია ე.წ. სამშობლო, ამიტომ ამ ქვეყნის მიმართ არანაირი გრძნობა არ გააჩნია. სადაც დაიბადა და ცხოვრობს, იქ უნდა.
    2- თუ მაინც იქით წავიდოდა, ბარსას ყოველ წასვლაზე მთელი თვე აღარ ეყოლებოდა ხოლმე და რიღასთვის გვინდა მაშინ გუნდში, რომ წელიწადში 10 თამაში ითამაშოს?
    ბარსას ადგილზე სხვა გუნდიც რომ ყოფილიყო, მაინც 100% ვეთანხმები.
    3- დაიბადა და გაიზარდა ესპანეთში, უყვარს ესპანეთი და რისი მოროკო აუტყდათ?!!!
    გაანებონ ამ ბავშვს თავი, ის ზუსტადაც რომ თავის სამშობლოშია!

  • nika 54
    schedule 02 იან 2022, 12:07
    #6

    გასაგებია, მაგრამ ვირუსის მოხდა ჯანმრთელობას არ დაეტყო, მე მაგალითად კოვიდისგან განკურნების შემდეგ დღემდე მტკივა სახსრები, დილით სანამ არ გავავარჯიშებ, თითების მოხრაც კი მიჭირს.

  • nikusha
    schedule 02 იან 2022, 11:55
    #5

    ომიკრონ ვარიანტი ჰქონდათ დიდი ალბათობით

  • MARI=BARCA-fan
    schedule 02 იან 2022, 03:34
    #4

    ლანგლე ბარსას ოფიციალური, მოუცილებელი ვირუსია და კორონა მასთან შედარებით სეზონური გრიპია..
    ხოდა რას უზავდა?.. ვერაფერს!!!

  • ROUCH
    schedule 02 იან 2022, 03:20
    #3

    ეზალზულმა მშობლიური ნაკრები უარყო მაგ ჩემალალამ ბარსაში ვიყოო და კოვიდი აიკიდა წასულიყო რამდენი მარიკოელი ფანი გაანაწყენა და ვერც ბარსას დაეხმარება

  • EL MAESTRO 6
    schedule 02 იან 2022, 00:24
    #2

    იქნებ კიდევ ვინმე დაბრუნდეს ხვალამდე რაიქნება, ვინმე შემტევე ხე იონგს რომ არ ვუყურო

  • Andria
    schedule 01 იან 2022, 23:48
    #1

    ესენი ყოფილან ხალხი ძმაო (უმტიტი, ლენგლე) ტიტანები რანე გინესის რეკორდი ვერ მოვხსენით მალე გამოჯანმრთელებაში?