არგენტინის ახალმა თავკაცმა, ალეხანდრო სებელამ გუნდში იმ ფეხბურთელებს უხმო, რომლებსაც იგი ვენესუელასთან და ნიგერიასთან 2 და 9 სექტემბერს გასამართ ამხანაგურ მატჩებში გამოიყენებს. განაცხადში ”ბარსას” ორი ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან მესი და მასკერანო. სრული განაცხადი ასე გამოიყურება: დი მარია, იგუანი, მესი, მასკერანო, ბენეგა, სალვიო, დემიჩელისი, ფერნანდესი, ალვარესი, ბურდისო, ანდუხარი, რომერო, გარაი, რინაუდო, ოტამენდი, აგუერო, საბალეტა, გუტიერესი, პასტორე, გონსალესი, ლოპესი, ანსალდი, პერეირა, როხო, სოსა, ანდრადა.
ასევე მინდა, რომ რამდენიმე სიტყვა გითხრათ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებზე. დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდა ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა რონალდიონიო. როგორც იცით, იგი თამაშობს ბრაზილიაში, ”ფლამენგოს” რიგებში. იგი ბრწინვალე ფორმაშია და სწორედ ეს არის იმის მიზეზე, რომ გაუჩო განასთან შეხვედრაში შესაძლებელია ძირითადში ვიხილოდ. ახლა კი, ბრაზილიის შემადგენლობა: სეზარი, ჯეფერსონი, ფაბიო, ლუსიო, ტიაგო სილვა, დედე, დავიდ ლუისი, დანი ალვესი, მარსელო, ადრიანო, დანილო, ლუკას ლეივა, რალფი, გუსტავო, ელიასი, ფერნანდინიო, განსო, ლუკასი, რონალდინიო, რობინიო, პატო, ჰალკი, დამიაო, ნეიმარი.