ტრავმიანობასთან ერთად, “ბარსელონას” კოვიდპანდემიამაც შეუტია და ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსი დანი ალვესს, კლემან ლანგლესა და ჟორდი ალბას დაუდასტურდათ, რაც დაცვაში მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის.
Sport-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ჩავი ერნანდესმა ალბასა და ლანგლეს არყოფნით გამოწვეული დანაკლისი სარეზერვო გუნდის დახმარებით შეავსოს და 20 წლის უკანახაზელი, მიკა მარმოლი დააწინაუროს.
ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელი ცაციაა და როგორც ლანგლეს, ისე ალბას პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის სერჟი ბარჟუანის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და მიმდინარე სეზონში ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ცნობილია, მან რამდენჯერმე პირველ გუნდთან ერთადაც ითამაშა.
წყაროს თანახმად, ჩავი ერნანდესი დაცვასა და ბურთით თამაშის თვალსაზრისით მარმოლის შესაძლებლობებს აფასებს.
Sport დასძენს, რომ 20 წლის ფეხბურთელს, რომელსაც “ბარსასთან” კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, “სევილია” ეპატიჟება, თუმცა კატალონიური გრანდი მარმოლის იანვარში გაშვებას არ აპირებს.




მოკლედ ამ ტრამვიანობამ და კოვიდმა მთელი წყება ახალგაზრდების გამოაჩინა და დააწინაურა, ერთის მხრივ რა თქმა უნდა ეს კარგია.
დააწინაურონ თუ კარგი ბიჭია. სიმართლე გითხრათ ბოკასთან ამის თამაში არ მომეწონა , თუმცა იქ არც არავინ მომწონებია ერთი-ორი კაცის გარდა
მარცხენა მცველია, რომელსაც ცენტრალურ (მარცხენა) მცველადაც შეუძლია თამაშიო (პროფაილში უწერია)
ბალდესაც კორონა აქვს არადა მეთქი ითამაშებსთქო
საინტერესოა, წესით უნდა მიიღოს სათამაშო დრო