ახალი წელი, ძველი პრობლემები… “ბარსელონას” ისედაც სერიოზული დანაკლისი ახლა კიდევ უფრო სერიოზულია, შაბათს კი “მალიორკასთან” სტუმრად თამაში გვაქვს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, “მალიორკასთან” შეხვედრისთვის ჩავი ერნანდესის განკარგულებაში სხვადასხვა მიზეზით 10 ფეხბურთელი არ იქნება:
- ბუსკეტსი და გავი დისკვალიფიცირებულები არიან;
- ლანგლესა და ალვესს კორონავირუსი დაუდასტურდათ;
- პედრი, ფატი, დეპაი, ბრეითუეიტი, დესტი და რობერტო ტრავმირებულები არიან.
წყარო ვარაუდობს, რომ დესტი გამოჯანმრთელებას მოასწრებს, “ბარსელონას” ძირითადი შემადგენლობა კი ასეთი იქნება: ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუხო, ალბა, ნიკო, ფ. დე იონგი, პუჩი, დემბელე, ჟუტგლა, ეზალზული.
“ბარსა” “მალიორკას” 2 იანვარს 23 საათსა და 55 წუთზე დაუპირისპირდება.




ეზალ ზული წინნნ <33333
მოკლედ არ დაილია პრობლემები რა. ვინ დაგვწყევლა ასე ბოროტად.
კიდეკაი აბდე დაგვითმეს თორე არც ეგ გვეყოლებოდა
ხო, მარა მალიორკა უსუსტესია და მაგათ გარეშეც უნდა მოვუგოთ.
მოსაგები თამაშია აუცილებლად, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს❤❤
ჩემი აზრითაც—შტეგენი
დესტი-პიკე-არაუხო-ალბა
———–ფრენკი
ნიკო—————-პუჩი
დემბელე-ჟუტგლა-აბდე ეს შემადგენლობა უქნება, დიდი არაფერი მაგრამ მალიორკას უნდა მოვუგოთ
დესტი დანაკლისშიცაა და განაცხადშიც? 🤔🤔🤔