“ბარსელონას” ამერიკელ უნივერსალს, სერჟინიო დესტს მსურველი გამოუჩნდა. Telegraph-ის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელით ლონდონის “ჩელსი” დაინტერესდა.
წყაროს თანახმად, “”ლურჯების”” მარცხენა მცველი, ბენ ჩილუელი ოპერაციის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს, რის გამოც კლუბს უკანახაზელი ესაჭიროება.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “ლურჯები” დესტის სანაცვლოდ 35 მილიონს იხდიან.
სერჟინიო დესტი ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის და “ბლაუგრანას” იანვარში მისი გასხვისება სურს. კატალონიელები ამერიკელს ხელსაყრელი შეთავაზების მიღების შემთხვევაში უპრობლემოდ შეელევიან.
კარგი შეთავაზებაა, კიდევ რამე თუ არ გამოგვიხტა, ჩვენ ხო პრობლემები არ გველევა.
წაიყვანონ სასწრაფოდ, ერთ ნაკლები უტვინო გვეყოლება გუნდში
20 გადავიხადეთ და ფეხბურთელით, რომელიც მწვრთნელის გეგმებში არ ჯდება შეგვიძლია 15 მილიონიანი მოგება ვნახოთ. მე გავყიდდი
35 მინიონი ძაან კარგი თანხაა, არ მეგონა ვინმე თუ ამაში ამდენს გადაიხდიდა
არადა როგორ მეგონა რომ თავისი ტექნიკით შეტევაში წაეხმარებოდა გუნდს და მოიკიდებდა ფეხს ბარსაში. ბევრი ინტერესდება და იმედია გაასაღებს ლაპორტა სარფიანად.
კაია გაუშვან იქნება კრისტენსენში გაცვალონ იდეალური იქნება ჩემი აზრით