როდესაც ფეხბურთელის გაყიდვა გინდა და ამ ფეხბურთელით ინგლისური გუნდი ინტერესდება, ეს ყოველთვის კარგი ამბავია.
ცნობილია, რომ ჩავი ერნანდესი სერჟინიო დესტზე დიდ იმედებს არ ამყარებს და “ბარსელონა” მზადაა, სათანადო შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, ამერიკელ მარჯვენა მცველს შეელიოს.
აქამდე არსებული ინფორმაციით დესტის დამატების სურვილს “ბაიერნი” გამოთქვამდა, რომელიც სერჟინიოთი ჯერ კიდევ მაშინ იყო დაინტერესებული, როდესაც ის “აიაქსში” თამაშობდა. მაშინ მიუნხენელებს “ბარსამ” აჯობა.
ბოლო ცნობებით კი, რომელსაც Sport ავრცელებს, დესტის დამატების სურვილი “ჩელსიმ” გამოთქვა. კატალონიური გამოცემის ინფორმაციით “ჩელსი” მზადაა, “ბარსელონას” 35 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც თითქმის ორმაგია იმ თანხისა, რაც “ბარსამ” სერჟინიოში “აიაქსს” გადაუხადა (20 მილიონი). ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ლაპორტას გუნდი ფეხბურთელების ყიდვას თავს კარგად ართმევს, რასაც გაყიდვაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ვნახოთ, რა მოხდება დესტის შემთხვევაში.




მაგარი იქნება, თუ ბაიერნმა და ჩელსიმ აუქციონი გამართეს. 35 ერთი, 35 ორი, 40. 40 ერთიი…
საქმე არის ფიზიკურ ფორმაში; მე ასე მგონია

21 წლის ფეხბურთელი უნდა მოძრაობდეს და გადაადგილდებოდეს სხარტად, 90 წუთი მაღალ ტემპში თამაში არ უნდა იყოს პრობლემა
აიაქსში არ ჰქონდა პრობლემა, აქ გაუჩნდა…
ბარსა ბ-დან გადმოსულებს არ აქვთ ეგ პრობლემა;
ანუ ვალვერდე-სეტიენი-კუმანის მცონარობა გამოჩნდა აქ, არ იყვნენ მომთხოვნები და არ აქცევდნენ ამ კომპონენტს ყურადღებას
როდესაც ვარჯიშებზე 15-20 კმ-ს დარბიხარ, სიმძიმეებით ვარჯიშობ და კვების რეჟიმს იხცავ, რომ კუნთმა, ხრტილმა, იოგმა გაუძლოს, მაშIნ მოედანზე რომ გამოხვალ შენთვის სწრაფი სირბილი და მაღალი ტემპი პრობლემა არაა;
პრობლემა მაშინ ხდება, როდესაც გადაეჩვევი
ვინ გადააჩვია? პირვე რიგში მთავარი მწვრთნელები და სამწვრთნეო შტაბი, ფიზიოთერპევტები და ა.შ.
დაიკიდეს, მიუშვეს და შედეგიც დადგა უზარმაზააარი
პეპი სადაც მივიდა, რატომ იგინებოდა და იფურთხებოდა ყველგან დისციპლინაზე? რატომ და მიტომ;
ვისაც გახსოვთ, სტერლინგი არანაკლებ დეგენერატი და ინბეცილი იყო, ვიდრე დემბელე, მაგრამ პეპმა რასაც ქვია სალამური გამოთალა
მშვენიერია, თუ მართლა ეს მოხდა. მაგრამ მაინც მეეჭვება ბარსას ბოლო წლებია საზიზღრად აქვს ყიდვა-გაყიდვის ბალანსი უარყოფითი მაჩვენებლით.
რაღაც, მეეჭვება მაგდენი გადაიხადონ
მითუმეტეს როდესაც არ დაფრინავს
ზიეჩიში რო გავუცვალოთ? არა არა 35 მილიონი ჯობია
გაატანეთ!!!
ესეც ჩელსის ნაქები მენეჯმენტი, რომელ სლეს მოუვიდა თავში დესტში 35 ლიმონის გადახდა🤣🤣
ასპილიკუეტა მიდის და მარტო ჯეიმსი რჩება მარჯვენა ფლანგზე, ამაზე კარგი ვარიანტი არ მგონია ჩელსის ან დესტს ჰქონდეს. ალონსოც თუ გაუშვეს შეიძლება მარცხნივაც მიეცეს დრო, ჩილველთან როტაციაში.
გაატანეთ კეთილი სურვილებით კეთილებიც მიაყოლეთ და ეგარი
თუ სიმართლეა გაუშვან ეგრევე.დ