“ბარსელონას” მაროკოელი თავდამსხმელი, აბდე ეზალზული აფრიკის თასზე მონაწილეობაზე უარს ამბობს და სურს, კატალონიურ გუნდს დაეხმაროს.
ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, 20 წლის შემტევი ეროვნულ ნაკრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ის გაათავისუფლონ, თუმცა მაროკოს ფეხბურთის ფეხბურთის ფედერაცია ჯერჯერობით ამის უფლებას არ აძლევს.
აფრიკის ერთა თასი კამერუნში, 9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეზალზულის “ბარსას” მატჩების მნიშვნელოვანი ნაწილის გამოტოვება მოუწევს, რაც ახალ გუნდთან მის ადაპტაციას შეაფერხებს.
იმ შემთხვევაში, თუ აბდეს ხსენებულ ტურნირზე მაინც წაიყვანენ, ის “ბარსელონას” 2 იანვარს, “მალიორკასთან” გასამართ მატჩში მაინც დაეხმარება.




ჩვენ ერთით თვთი კი დაგვაკლდება, მაგრამ თავს მაინც მოუფრთხილდეს და დატრამვული არ დაბრუნდეს.
ეგაა, მაგრამ ჭედავენ როგორც ჩანს, ნაკრების ღირსება, დროშის ფერები და ეგ თემა
მე ამათ ადგილზე მივცემდი კლუბში თამაშის და თავის დამკვიდრების საშუალებას. მომავალში უფრო მაგარი ბიჭი არ ეყოლებათ თუ ბარსაში დამკვიდრდა?
რავა ყველა ჩვენს ჯინაზე იქცევა აბდეს არ ყოფნა მაგენს საერთოდ არ დაეტყობათ
ჩვენ კიდე ისეთ დღეში ვართ რო ეგ ბიჭი ჰაერივით გვჭირდება
რავიცი რავიცი ,მთლად ისეთი ფიგურაც არაა რო წარუმატებლობა ამის არყოფნამ გამოიწვიოს 😃
აბა რა, ბარსა ყველას როგორ ჰკიდია, აქ გვჭირდება ახლა ევ ბიჭი და ნაკრები მოიცდის