ჯერ კიდევ უცნობია, ითამაშებს თუ არა აბდე ეზალზული აფრიკის თასზე, მაგრამ დღეს გაირკვა, რომ ახალგაზრდა მაროკოელი 2 იანვარს “ბარსელონას” დახმარებას შეძლებს.
9 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით აფრიკაში კონტინენტის ჩემპიონატი იმართება და ნაკრებებში მიწვეული ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს ვერ დაეხმარებიან. FIFA-ს წესების თანახმად კონტინენტის ან მსოფლიო ჩემპიონატისთვის კლუბებმა ფეხბურთელები ნაკრებებში ტურნირის დაწყებამდე 2 კვირით ადრე უნდა გაუშვან, ამ შემთხვევაში კი ეს თარიღი 27 დეკემბერია.
იმის მიუხედავად, რომ აბდე ეზალზული მაროკოს ნაკრებში გამოიძახეს, ჯერ არაა ცნობილი, ითამაშებს თუ არა ის აფრიკის თასზე. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ის “ბარსას” 2 იანვარს “მალიორკასთან” სტუმრად გასამართ შეხვედრაში ნამდვილად დაეხმარება.
დღეს FIFA-მ საფეხბურთო ლიგების მსოფლიო ფორუმსა და ევროპული ლიგების გაერთიანებას გაუგზავნა წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებით კლუბებს უფლება აქვთ, ფეხბურთელები 3 იანვრამდე შეინარჩუნონ. აფრიკელებმა ეს ნაბიჯი ევროპული კლუბების მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვის მიზნით გადადგეს.
“ბარსელონასთვის” აბდეს 2 იანვარს გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროისთვის გუნდს ფერან ტორესი დარეგისტრირებული ჯერ არ ეყოლება, ანსუ ფატი კი ახალი გამოჯანმრთელებული იქნება და ჩავი მის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას ვერ გარისკავს.




ახლა რო ეს ნაკრებში წავიდეს და იქ არ ათამაშონ დასახვრეტები იქნებიან მაროკოელები
ყოჩაღ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციას, ნამდვილად ჯენტლმენური ქცევაა. იმდენი კი ესმით რომ იქ ვარჯიშს ბარსას შემადგენლობაში ერთი თამაშის ჩატარებითაც კი უფრო მეტს შეიძენს როგორც ფეხბურთელი.
კაია თუ იქნება ახლა მაქსიმალურად ვინც გვყავს უნდა გამოვიყენოთ