workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მინო რაიოლა: ბარსელონას დაბრუნებას მხოლოდ 1-2 წელი დასჭირდება

მინო რაიოლა: ბარსელონას დაბრუნებას მხოლოდ 1-2 წელი დასჭირდება

ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა, რომელიც “ბარსელონას” მთავარი სატრანსფერო სამიზნის, ერლინგ ჰოლანდის წარმომადგენელია, აცხადებს, რომ კატალონიურ კლუბს ძალიან დიდი ფინანსური გარიგებების დადება შეუძლია და მის მსოფლიო ასპარეზზე დაბრუნებას არცთუ ისე დიდი დრო დასჭირდება.

“ბარსელონას” სერიოზული ეკონომიკური გარიგებების დადების შესაძლებლობა აქვს. ამ კლუბს დასაბრუნებლად მხოლოდ 1-2 წელი დასჭირდება.

– ციტირებს რაიოლას სიტყვებს NOS.

ჰოლანდთან და “ბარსასთან” დაკავშირებით რაიოლამ განაცხადა: 

შეუძლია ჰოლანდს, “ბარსელონამდე” მოიცადოს? ერლინგს შეუძლია, ყველას დაელოდოს. წინასწარი შეთანხმება არცერთ კლუბთან არ გვაქვს. საუკეთესო ვარიანტს ვეძებთ. “დორტმუნდში” კიდევ ერთი წლის გატარებას არ გამოვრიცხავ. თეორიოლად ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია.

აგენტმა მის კიდევ ერთ კლიენტზე, მატიას დე ლიხტზეც ისაუბრა:

რომელი კლუბი იქნება დე ლიხტისთვის შესაფერისი? ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომელი კლუბები უნდა ვახსენოთ ამ შემთხვევაში. ყველაფერს ზაფხულში ვნახავთ. პრემიერ ლიგა? შეიძლება “ბარსაც”, “რეალიც” ან პსჟ-ც.

Sport-ის ინფორმაციით, რაიოლა ცდილობს, დე ლიხტი “ბარსელონას” მიუხალოვდეს და მას ამისთვის გეგმაც აქვს – აგენტი ნიდერლანდელ ცენტრალურ მცველს “იუვენტუსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებინებს, მაგრამ ფეხბურთელის გამოსასყიდ თანხას შეამცირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Fc Barca Batumi
    schedule 21 დეკ 2021, 02:43
    #4

    ჩავი ჰალანდს და დე ლიხტს, უეჭველს დაითრევს, პლიუს ამას ჩვენი შავი ბრილიანტი და ოქროს ბარტყი ბიჭებიიი. იმენა სერიოზული "ვზრივჩატკა"კამანდა გვეყოლება!

  • nika 54
    schedule 20 დეკ 2021, 18:50
    #3

    დე ლიხტი მეეჭვება იაფად გამოგვატანოს იუვეტუსმა, როგორ ეწერა კიელინი ამთავრებს კარიერასო და მე მგონი დაიტოვებენ.

  • Ronaldinho..
    schedule 20 დეკ 2021, 18:27
    #2

    აუუ ჰოლანდიი მოგვიყვანეე რაა🙏🏼🙏🏼

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 დეკ 2021, 18:04
    #1

    ეს რაიოლა ძაან ნაბო@არი აგენტია , ძაან აქვს გადა@მული, საერთოდ ყველა აგენტს გადა@მული აქვს და უნდა მოთოკონ ეგრე არ შეიძლება, აგენტი ფეხბურთელის სურვილის მიხედვით უნდა მოქმედებდეს და არა საკუთარი ინტერესების