workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუკ დე იონგს მსურველი გამოუჩნდა

ლუკ დე იონგს მსურველი გამოუჩნდა

“ბარსელონას” ცენტრალური თავდამსხმელი, ლუკ დე იონგი ჩავი ერნანდესის გეგმებში არ შედის, რის გამოც ნიდერლანდელი იანვარში წამსვლელთა შორის მოიაზრება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 31 წლის შემტევს მსურველიც გამოუჩნდა – დე იონგს სტამბოლის “ფენერბაჰჩე” ეპატიჟება, რომელიც მისი დამატების გზებს სწავლობს. წყაროს თანახმად, კატალონიელები მიიჩნევენ, რომ კლუბის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად საუკეთესო გამოსავალი ლუკის სწორედ თურქეთის ჩემპიონატში გასხვისება იქნება. 

ბოლო დღეებში გავრცელებული ცნობების თანახმად, “ბარსა” “სევილიასთან” ლუკ დე იონგის თაობაზე შეთანხმების გაწყვეტას ან ფეხბურთელის ისეთ გუნდში გაშვებას აპირებს, რომელიც ნახევარი სეზონით მის ანაზღაურებას დაფარავს. 

ნიდერლანდელის რეგულარული სათამაშო პრაქტიკა, რაც “ბლაუგრანაში” გამორიცხულია, ანდალუსიელთა ინტერესებშიც შედის, რომლებიც 2022 წლის ზაფხულში, კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, მოთამაშის გასხვისებას აპირებენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 16 დეკ 2021, 22:43

    სასაჩუქრე შეფუთვა და მაღარიჩი.

  • M10 S9 D11
    schedule 16 დეკ 2021, 14:05

    არიქა გაატანეთ

  • me da barca
    schedule 16 დეკ 2021, 01:11

    სევილია ტვინს იბურღავდა სად გაეშვა ეს მოსიარულე ხე და ბრახვაან, გამოხტა კუმანი და წამოაცუნცულა ბარსაში.

  • El pistolero 9
    schedule 16 დეკ 2021, 01:10

    წაიღეთ თქვენი იყოს

  • MARI=BARCA-fan
    schedule 16 დეკ 2021, 00:27

    რომ შეფუთავთ ყელზე ბანწიკი არ დაგავიწყდეთ..:დდდ

  • Albicelecte
    schedule 15 დეკ 2021, 22:27

    კარგი ნიუსია, ფენერი ხელფასს კი გადაუხდის

  • vitorborbafereira
    schedule 15 დეკ 2021, 21:49

    ვერაფრით ვერ ვიგებ ასეთი უტვინო ფეხბურთელების მიზანს როცა ტოპ კლუბში გადადიან საშუალო გუნდიდან….

    30 წელია იცის რომ არ არის ტოპ დონე და ფაქტიურად განწირულია რომ რამდენიმე თვეში იმაზე უარეს გუნდში აღმოჩნდეს საიდანაც მოეთრა

  • MSN G.O.A.T
    schedule 15 დეკ 2021, 21:34

    ნაააახუი

  • NEYBarca
    schedule 15 დეკ 2021, 21:02

    შეაცურონ ზღვაში და ტივტივით მივა თურქეთამდე laughing

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 დეკ 2021, 20:43

    ვაახ ეს რა გავიგე😱😱, გაა@მეინეთ ამ ძალით ფეხბურთელ 🌴 იონგს