workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფიფა ახალი კანონის დანერგვას გეგმავს, რომელიც ფეხბურთელთა წარმომადგენლებს შეეხება

ფიფა ახალი კანონის დანერგვას გეგმავს, რომელიც ფეხბურთელთა წარმომადგენლებს შეეხება

ფიფა ფეხბურთში ახალი კანონის დანერგვას გეგმავს, რომელიც ფეხბურთელთა წარმომადგენლებს შეეხება. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, აგენტებს, იურისტებს, ოჯახის წევრებსა თუ სხვა პირებს, რომლებიც მოთამაშეთა წარმომადგენლის როლს ასრულებენ, საკომისიოს სახით ტრანსფერიდან 6%-ზე მეტის მიღება არ შეეძლებათ. ფიფა ამ კანონის დანერგვას 2022 წლის 1 ივლისიდან აპირებს.

მადრიდული გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი საბოლოოდ შემუშავებული არაა, გავლენიან აგენტებს, როგორიცაა, მაგალითად, მინო რაიოლა, მის კანონიერებაში ეჭვი ეპარებათ და მისი ძალაში შესვლის შემთხვევაში, ჯგუფური სარჩელის შეტანას გეგმავენ.

ამჟამად საკომისიო გადასახადის შესახებ კანონი არ არსებობს. ფიფას რეკომენდაცით, ის სატრანსფერო თანხის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს, თუმცა კანონიერი შემაკავებლის არ არსებობის გამო, მისი გათვალისწინება არ ხდება. გასულ სეზონში საკომისიო თანხების ჯამურმა ოდენობამ 450 მილიონს გადააჭარბა. სწორედ ამ უკონტროლობის გამო, ფიფას მისი კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა სურს.

Marca წერს, რომ ხსენებული კანონის მთავარი მოწინააღმდეგე ერლინგ ჰოლანდის აგენტი, მინო რაიოლაა. თუ კანონი ძალაში შევა, რაიოლას ნორვეგიელისთვის ახალი კლუბის მოძებნა და მასთან კონტრაქტის გაფორმება 1 ივლისამდე მოუწევს, რათა რეგულაციას თავი დააღწიოს. ჰოლანდის ერთ-ერთი მთავარი მსურველი “ბარსელონაა”, რომელიც მისი ტრანსფერისთვის საჭირო სახსრების მოპოვებაზე მუშაობს. კატალონიელებს ფეხბურთელის წარმომადგენლის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ზრუნვაც მოუწევთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 16 დეკ 2021, 22:46
    #7

    ნეტავ ეგ კანონი ამოქმედდებოდეს და მეტი არაფერი მინდა. უკვე გულს მირევს ამ რაიოლას სტავკები. ეს 20 მილიონი მე მგონი ამის მინიმუმია.

  • M10 S9 D11
    schedule 16 დეკ 2021, 14:07
    #6

    ე ბიჭო სად იყავით აქამდე გაედო რაიოლას

  • me da barca
    schedule 16 დეკ 2021, 01:14
    #5

    უნდა გაამათრახო ეს გაუმაძღარი ღორი.

  • El pistolero 9
    schedule 16 დეკ 2021, 01:08
    #4

    აბა 75 მილიონიანი ტრანსფერი რომ იჩარხსბა და ტიპი 20 მილიონს ითხოვს ეგაა სამართლიანი?!

  • MSN G.O.A.T
    schedule 15 დეკ 2021, 21:36
    #3

    გააააედო რაიოლაას

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 დეკ 2021, 20:42
    #2

    ძაანაც კარგი, ძაან გადაი@ვეს ამ აგენტებმა

  • Clever liar
    schedule 15 დეკ 2021, 20:29
    #1

    კარგი ინიციატივაა, + ფეხბურთელის სურვილებში უხეში ჩარევისთვისაც რომ იყოს დაპაშოლება ფეხბურთითან მთლად იდიალურს მიუახლოვდებოდა სააგენტო სამუშაოები..