სერჟინიო დესტი ბოლომდე გამოჯანმრთელებული არაა და თამაში დისკომფორტით უწევს. Sport-ის ინფორმაციით, ამერიკელი ზურგის ტკივილს კვლავ განიცდის.
წყაროს თანახმად, “ბარსას” გადატვირთული კალენდარი და ფეხბურთელთა ტრავმიანობა დესტს დასვენების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც ის საუკეთესო კონდინციებში არ იმყოფება.
21 წლის უნივერსალის თამაში ხშირად კრიტიკის საგანი ხდება, რასაც, როგორც ჩანს, გარკვეულწილად, დაზიანებაც განაპირობებს. სერჟინიოს დიდად არც ჩავი ერნანდესი ენდობა. ვრცელდება ცნობები, რომ “ბარსელონას” ზამთარში დესტის გაშვება სურს.
ტონი ჟუანმარტი დასძენს, რომ ფეხბურთელს დასვენების საშუალება საშობაო შესვენებაზე ექნება და 2022 წლისთვის ფორმაში ჩადგომას შეეცდება.




მოკლედ ყველა უბედურება ამ კოვიდთან ერთად ბარსაში როგორ მოვიდა.
გასაშვებია. რაც არ უნდა ცუდად ეთამაშა მაინც ვთვლიდი რომ პერსპექტიული ბიჭი იყო და განვითარდებოდა, მაგრამ ისე თამაშობს გამიქრა ეგ იმედიც
ამერიკელის ნათამაშები ჯერ არ ყოფილა და ვერც იქნება…
ესენი ფეხბურთის ბურთს ყველაზე ბოლოს იგებენ რაში გამოიყენება და როცა მაგის დრო მოვა უკვე 15 წლისები არიან
თუკი ტრავა აქვს და ეს ტრამვა ზურგისაა, მაშინ ხერხემალთან მივდივართ და ეს უბრალო საქმე არაა
ტრამვირებულ ფეხბურთელს ვერ შეაფასებ მისი შესაძლებლობებში, მაგრამ ვნახეთ კი ბოლომდე გამოჯანმრთელებული? ფსიქოლოგიური შიშებიც რომ არ დაუტოვოს ტრამვის რეციდივის გამო? მგონი არ გვინახია არა? სამედიცინო შტაბში ყასბები ისხდნენ არ დაგავიწყდეთ
წავიდეს აქედან მაგისი უნიჭო და ფაფხურა ასე და ისე
ყველა ინვალიდი და უდღეური აქ როგორ შეიკრიბა?!
დაცვაში რა პოზიციაზე უნდა დადგე მაგის შერჩევაში ხელს ტრავმა ვერ შეგიშლის. ამის პრობლემა ისაა რომ დაბალი დონის ფეხბურთელია
გასაყიდია