მარკ-ანდრე ტერ შტეგენის “ცუდი ფორმის” ხანგრძლივობა გონივრულ საზღვრებს გასცდა და “ბარსელონას” ხელმძღვანელები უკვე აღარ მიიჩნევენ, რომ გერმანელი მეკარე ხელშეუხებელ მოთამაშეთა შორის უნდა იყოს.
იმ შემთხვევაში, თუ ტერ შტეგენის კლუბიდან გაშვება ნამდვილად გადაწყდა, “ბარსას” უკვე ჰყავს შერჩეული 4 მეკარე, რომელთა ტრანსფერებზეც იმუშავებს. მარკის პოტენციურ შემცვლელთა სიას ჟურნალისტი ჟერარ რომერო აქვეყნებს.
ილან მელიე – 21 წლის ფრანგი მეკარე “ლიდს იუნაიტედში” თამაშობს და პრემიერ ლიგის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევა;
ანდრე ონანა – “ბარსას” აკადემიის აღზრდილი კამერუნელი მეკარის ტრანსფერი, რომელიც 2015 წლიდან “აიაქსში” თამაშობს, ყველაზე რეალურია. სხვა ფაქტორებთან ერთად ამას ხელს ისიც უწყობს, რომ ანდრეს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსი ექნება;
კუნ კასტელსი – “ვოლფსბურგის” 29 წლის მეკარე ბელგიის ნაკრების განაცხადში ხშირად ხვდება, თუმცა ტიბო კურტუას კონკურენციას ვერ უწევს;
ბარტომიეი დრონგოვსკი – 24 წლის პოლონელი მეკარე “ფიორენტინას” წევრია, ნაკრებში დებიუტი კი 2020 წლის ოქტომბერში ჰქონდა.
დღესაც მაგრა ეშლებოდა, ეს მართლა კატასტროფულად კარგავს ფორმას. ამის ყოველი პასი ერთი დიდი სტრესის გადატანაა.
შტეგენს ძალიან ხომ არ გადაუარეთ? ბოლოს და ბოლოს, 3 წელია დემბელეს ფორმის აღდგენას და კოუტინიოს ველოდებით და კაცი რომელიც ფორმიდან პირველად ამოვარდა გინდათ რო გავაგდოთ? თან მიდით აბა ნახეთ როგორი გადასატანია ფსიქოლოგიურად შენი უშუალო კონკურეტნის გუნდი დაცვის და საერთოდ 10 ს***-ის გამო რო 8 გოლს გიტანს. ვინმეს მენტალიტეტს თუ ეს შეეხებოდა პირველ რიგში შტეგენის თორე აგერ დემბელეს ალეწე ზედ :დ
როგორც კი შტეგენზე წავიდა ჭორაობა ეგრევე გამოუჩნდა პირველი პოტენციური მყიდველი. და ვინ არის? ოი ბაიერნი? და ნეტავ რატომ? ბაიერნში გამოქლიავდნენ? ონანა რომ ტერ შტეგენს გირჩევნია კაცს იქ თავდება შენი საფეხბურთო აზროვნება
არ ვიცი შეიძლება მე ვარ დონარუმაზე სკეპტიკურად განწყობილი მაგრამ ბარსელონაში მეკარის ერთ ერთი ასპექტი ფეხით კარგად თამაში უნდა იყოს რაც დონარუმას არ აქვს.. რაც შეეხება შტეგენს ჩემთვის აბსოლიტურად დამაკმაყოფილებელი
მეკარეა
მაგ ოთხიდან არცერთი ტერ შტეგენის დონეც კი არ არის და უფრო დაბალი კლასის მეკარე რატომ უნდა მოიყვანო არ მესმის უკეთესი მოიყვანეთ მაშინ და კი ბატონო
დონარუმა მაგარი გავმაზრთ იშვიათად თამაშობს და მაინც რა დონეა ახლა რომ ყოფილიყო სკამზე დასვამდა ტერ შტეგენს
ონანა არის ვაის გავეყარე და უის შევეყარე. დანარჩენ სამს არ ვიცნობ.
ემილიანო მარტინესი იქნებოდა კარგი ვარიანტი…
და კიდევ, პენია და ტენასი რატომ მიავიწყდა ყველას?!
განსაკუთრებით ონანა არ მომწონს, ვის მოუვიდა ეგ იდეა თავში?!
იმის აზრსაც კი ვერ ვხედავ რატო უნდა შეიცვალოს მეკარე გუნდში.. თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება რომ ისევ ხელფასის მიზნით გაუშვან მაშინ აბსოლიტური სისულელეა.. კოუტინიო ლენგლე ან უმტიტი მინგეზაც გაუშვან და დაიმატონ ვინმე ვინც კლუბს ჭირდება რეალურად.. თუნდაც ფერან ტორესი
ხელი არ დაედოს!!! შევა ფორმაში და უკან წაიღებს ყველა თავის სიტყვებს, რა ონანა და კუნ კასტელესი?! ხოარ გამო…..
დონარუმა დაგვეთრია მაშინ და ეს ზაფხულშივე გაგვეყიდა
ვინც არის შესაცვლელი ისინი რომ გაყიდონ , მათი ხელფასებით მოიყვანებენ კარგ დაცვის მოთამაშეს , მაგრამ სჯობს ჯერ შტეგენი გავყიდოთ მართალია ახალი კასილასები და ბუფონები მოყავთ თურმე
ემი მარტინესის ასტონ ვილაში თამაში საცოდაობაა, ფიკფორფი და რავიცი კიდე რამდენი მაგარი მეკარე თამაშოს ინგლისის ისეთ გუნდში რომელიც ევროპულ ტურნირზე ვერ ხვდება… იმავე ლორისს არამგონია ევროპალიგაზე და კონფერენცლიგაზე თამაში უსწორდებოდეს. მაგრამ ამათი მოყვანა დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული. შტეგოში ანაღები ფული (თუ გაყიდეს) სხვა პოზიციების გაძლიერებას უნდა მოხმარდეს
აი შტეგენს რო ამ ჭე კლასის მეკარეებით განსაკუთრებით ონანათი ჩაანაცვლებ დებილი ხარ
ამ სახელებიდან ერთი ონანას არაუშავს.მე პირადად ემილიანო მარტინესს ვისურვებდი.გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს,ძალიან მაღალი კლასის მეკარეა,პენლებს ძალიან მაგრად იღებს და ხასიათითაც ჯიგარია.იმსახურებს ეგ კაცი უფრო დიდი გუნდში ყოფნას.
დონარუმა არ უნდა გაემაზათ ზაფხულში. ეგეთი დონის თან ახალგაზრდა მეკარე უფასოდ შეიძლება 10 წელი აღარ გამოჩნდეს. შტეგენსაც გამოადგებოდა და ბარსასაც, კონკურენციას იგრძნობდა და მერე უფრო ყურადღებით ითამაშებდა, თუარადა სკამზე გადასმაც აღარ მოერიდებოდათ. ახლა კიდე ხელშეუხებელია რაც არ უნდა ქნას.
გიჟები არიან თუ შტეგენის ონანათი ჩანაცვლებას აპირებენ
შტეგენის 1 კარგი თამაში ოთხივეს ყველა თამაშს ერთად მირჩევნია. ცოტა, რომ დავაცადოთ ამ შტეგენს ვინც ყველაზე ნაკლებად იმსახურებს კრიტიკას სხვებთან შედარებით ჩავისთან ერთად შეწყობა არ შეიძლება? სულ ასე ხართ, ლანძღავთ ვიღაცას არიქა გააგდეთ გუნდიდანო და რეალურად გავიწყდებათ, რომ ვალებში ვართ და თუ მოვიყვანთ უნდა მოვიყვანოთ ჭ კლასის მეკარე და მოგწონთ თუ არ მოგწონთ შტეგენი მაინც იმ მეკარეების რიცხვშია დღეს ვინც ერთ-ერთი საუკეთესოა ცუდი ფორმის მიუხედავად.
აქედან ონანა ჯობია ყველას, ონანა და პენია უნდა დატესტონ
ოთხივე მეკარე შტეგენის ცუდის ფორმის დონეზეა .