workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბეტისი

ბეტისი ლოგო
2 - 5
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გომესი 27'sports_soccer ეზალზული 53'sports_soccer ფ. ბერნალი 54'
იამალი 10'sports_soccer როდრი 41'sports_soccer ჟეზუსი 51'sports_soccer ე. გარსია 62'sports_soccer ოლმო 81'sports_soccer
ბარსელონამ ეზალზულის შეძენა მორიბას გაშვების დამსახურებით შეძლო

ბარსელონამ ეზალზულის შეძენა მორიბას გაშვების დამსახურებით შეძლო

მიმდინარე სეზონში “ბარსელონაში” ბევრი იმედისმომცემი ახალგაზრდა გამოჩნდა. ერთ-ერთი გამორჩეული აბდე ეზალზულია, რომელმაც თავისი სადებიუტო გოლიც გაიტანა.

კატალონიურმა კლუბმა მაროკოელი შემტევი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “ერკულესიდან” 2 მილიონის სანაცვლოდ დაიმატა. 

Cadena Ser-ის ჟურნალისტის, სიკე როდრიგეს გაირის ინფორმაციით, “ბარსელონას” 19 წლის ფეხბურთელის დამატების საშუალება ილაიშ მორიბას გაშვებამ მისცა. წყაროს ცნობით, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფერან რევერტერმა “ერკულესს” 1 მილიონი+5 მილიონი ბონუსების სახით შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო, მორიბას ტრანსფერით გამომუშავებული 16 მილიონით კი ეზალზულის გამოსასყიდი თანხის გადახდა შეძლო.

ილაიშ მორიბა გასულ ზაფხულს “ლაიფციგს” შეუერთდა. “ბარსაში” მისი ძალიან ეიმედებოდათ, თუმცა კონტრაქტის პირობებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო, მხარეთა გზები გაიყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 17 დეკ 2021, 00:08
    #5

    მე მგონი არ გვიზარალია

  • azulgerana
    schedule 15 დეკ 2021, 01:20
    #4

    ბოიან კრიკიჩის კრისტიან ტელლოს დონესაც კი ვერ აღემატება ვერცერთი.

  • El pistolero 9
    schedule 14 დეკ 2021, 19:30
    #3

    ციტატა: Davita
    იმედია გაამართლებს და სულ მინიმუმ პედროს დონეს დადებს


    ნეტა პედროს დონე კოუტინიო, დემბელე, გრიზმანის ტრიოდან რომელიმეს დაედო

  • Davita
    schedule 14 დეკ 2021, 19:20
    #2

    იმედია გაამართლებს და სულ მინიმუმ პედროს დონეს დადებს

  • Albicelecte
    schedule 14 დეკ 2021, 18:58
    #1

    კაი ჯანზე კი ჩანს აბდე barca-6