ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით დღეს “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და ერლინგ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა ერთმანეთს შეხვდნენ.
ლაპორტა ტურინში იმყოფება, რისი მიზეზიც Tuttosport-ის დაჯილდოებაა. პედრიმ “ოქროს ბიჭუნას” ჯილდო უნდა ჩაიბაროს, ხოლო ლიეკე მარტენსმა წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის.
რომანოს ცნობით, ლაპორტამ ტურინში ყოფნა გამოიყენა და ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მინო რაიოლას შეხვდა. იტალიელი ჟურნალისტი საუბრის დეტალებს არ აკონკრეტებს.
კარგია დიდი ტრანსფერები, ცუდია უფულობა.
ლაპორტა მგონი წერეთელზე მეორადებში დადის საყიდლებზე და ეხლა იმის ჭკუაზეა, რომ წელიწადში 35 მილიონი გაითვალისწინოს და 6 წლიანი გაუფორმოს?! 210 ლიმონი სახელფასოდ და +75+30 დორტმუნდი-რაიოლას გასაძღომად, ჯამოდის, რომ ეს ტრანსფერი ხელფასიანად 315 ლიმონი დაჯდება
ვაი და ვერ გაამართლოს, მერე დემბელე-კოუტინიო მოგონილი იქნება
გუნდი ისეთ დღეშია ოქრიაშვილიც არ მოვა რაის ჰალანდი
ისე აქ თუ მოვა მაშინ გამოჩნდება ყველაზე მეტად რისი თავი აქვს, ბარსას დორტმუნდის სტანდარტები არ აქვს და იდეაში ყოველთვის ყველაფრისთვის იბრძვის და შეამოწმებდა შეუძლია თუ არა ამ დონეზე გუნდის ლიდერობა, თან ბარსაა და არა ხეტაფე
ლაპომ რო ჰოლანდი დაგვითრიოს ძაან მაგარი იქნება. ზაფხულში ერთი ცენტრალური მცველიც გვინდა. მოკლედ ძირეული გარდაქმნები უნდა დაიწყოს