“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ინფორმაციით, “ოსასუნასთან” დღეს გამართული შეხვედრა კატალონიელთა რიგებში მარკ-ანდრე ტერ შტეგენისთვის 298-ე იყო, რითაც მან ფილიპ კოკუს გადაასწრო.
შედეგად, გერმანელი ფეხბურთელი ლეგიონერებს შორის “ბარსას” მაისურით ჩატარებული მატჩებით მე-5 ადგილზე გადავიდა და მხოლოდ ლეო მესის (778), დანი ალვესს (391), ხავიერ მასკერანოსა (334) და ივან რაკიტიჩს (310) ჩამორჩება.
ტერ შტეგენის გარდა, ამჟამად “ბლაუგრანაში” დანი ალვესიც ირიცხება, რომელსაც იანვრიდან საკუთარი მაჩვენებლის გაუმჯობესება შეეძლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია, ბრაზილიელი მესის მიუახლოვდეს.
აწ უკვე მე-6 ადგილზე მყოფი კოკუს (297) შემდეგ, რომელსაც დღეს მარკმა გადაასწრო, ათეულს ლუის სუარესი (283), რონალდ კუმანი (283), პატრიკ კლუივერტი (257) და ლადისლაო კუბალა (256) ხურავენ.
აღსანიშნავია, რომ ტერ შტეგენი ჩატარებული მატჩებით მეკარეებს შორისაც მეხუთეა – გერმანელს ვიქტორ ვალდესი (535), ანდონი სუბისარეტა (410), ანტონი რამალეტსი (387) და სალვადორ სადურნი (332) უსწრებენ.
ალბათ მეკარეებში მეოთხეზე გადასვლა აქვს გარანტირებული დალშე არ ვიცი.
3 წელი კარის შუაში მიგორებულის გარდა ბურთი არ გქონდეს ანაღები და კლუბის ძირითადი მეკარე იყო მაინც, მიღწევაა აბა რაარი. სუფთა ფეოლას გუნდი ვართ, ოღონდ მეორე გუნდი, სკრიპაჩების :))
ვალდესს ბევრად მერჩივნა ფორმაში როცა იყო, თუმცა ვიქტორის ასეთი ჩავარდნა მე პირადად არ მახსენდება
არ მევასება , მის დრლზე ბრავო მერჩივნა
ეხლა მივხვდი კუმანმა ესე გიჟივით რატომაც გაუშვს სუარესი😂
ძალიან არასტაბილური მეკარეა
ტერშტეგენის მიღწევა ისაა რომ ყველა თამაში უშვებს მინიმუმ 2 გოლს