მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 12 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 12 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

12 დეკემბერს “ბარსელონამ” 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 10 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1880 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1924) იესა პოსონი.

1924 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ჩეხი მცველი ჟირი ჰანკე. ის “ბლაუგრანაში” 1952-1955 წლებში თამაშობდა. ჰანკემ კატალონიურ გუნდში 1 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ესპანეთის თასი და 1 ევა დუარტეს თასი (ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.

1990 წელი

ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში, მადრიდში, ანდონი გოიკოეჩეამ “რეალ მადრიდს” მე-20 წუთზე გაუტანა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა 4-ჯერ გაიტანეს და 4-1 მოიგეს.

2010 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “რეალ სოსიედადი” 5-0 გაანადგურა. გოლები მესიმ (2), ვილიამ, ინიესტამ და ბოიანმა გაიტანეს.

2021 წელი

“ოსასუნასთან” სტუმრად ნათამაშები ფრე (2-2) ჟერარ პიკესთვის ლა ლიგაში ჩატარებული მე-400 თამაში გამოდგა.

“ბარსელონას” მხრიდან იმ მატჩში თავი ნიკო გონსალესმა და აბდე ეზალზულიმ გამოიჩინეს. ორივესთვის ეს “ბლაუგრანაში” სადებიუტო გოლი იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 12 დეკ 2021, 21:56

    2021 წელი.
    ლა ლიგის მატჩში ოსასუნასთან ორჯერ იგებდა, მაგრამ მაინც ვერ შეინარჩუნეს 3 ქულა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 დეკ 2021, 14:09

    El pistolero 9,
    ხო ვიცი იაპონიაში როა, ურალოდ ტეხავს ეგეთი ნიჭიერი ხალხი რომ დავკარგეთ, ეტყობოდა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა მაგრამ რავიცი რა ეტაკა

  • El pistolero 9
    schedule 12 დეკ 2021, 13:52

    《○BIG ĆULE○》,
    მგონი ვისელ კობეშია ინიესტასთან თუ მეშლება?

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 დეკ 2021, 11:30

    ისე ბოიანი რა ნიჭიერი იყო და ახლა სად დაამთავრა, სამწუხაროა