ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი, ედინსონ კავანი იქნება.
“კამპ ნოუზე” თამაში 34 წლის ფეხბურთელის სურვილიცაა. ESPN-ის ინფორმაციით, ურუგვაელი ფეხბურთელი “ბარსაში” გადასვლას იმ პირობით დათანხმდება, თუ კატალონიელები მას 1.5 წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ.
“სერია ა-ში”, “ლიგა 1-სა” და “პრემიერ ლიგაში” ასპარეზობის შემდეგ, კავანის ლა ლიგაში თამაშის გამოცდილების მიღებაც სურს. ამასთან, მისი მიზანი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მაღალ დონეზე გამოსვლაა, რისთვისაც რეგულარული სათამაშო დროის მიღება სჭირდება.
ასაკის მიუხედავად, “ბარსელონაში” კავანის უმაღლესი კლასის ფეხბურთელად მიიჩნევენ, რომელიც გუნდს გოლების გატანაში დაეხმარება – ასპექტში, სადაც “ბარსას” ძალიან უჭირს. ზემოხსენებული წყაროს მიხედვით, ურუგვაელის ტრანსფერის მთავარი მხარდამჭერი ჩავი ერნანდესია, რომელიც ედინსონში განსაკუთრებით გამოცდილებასა და ფინიშინგის უნარს აფასებს.
როგორც ESPN იტყობინება, გასული დღეების განმავლობაში “ბარსელონას” წარმომადგენლები კავანის გარემოცვას დაუკავშირდნენ და ინტერესი კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რასაც ფეხბურთელმა პოზიტიურად უპასუხა. გამოცდილი თავდამსხმელი კატალონიელთა ინტერესზე “მანჩესტერის” პასუხს უცდის. შესაძლოა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში, მოწინავე როლი გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა ითამაშოს.
“ბარსას” ტრანსფერების განსახორციელებლად ზამთარში ფეხბურთელების გაშვება მოუწევს, რათა ერთი მხრივ, ფინანსები მოიძიოს, ხოლო მეორე მხრივ სახელფასო ხარჯები შეამციროს.
კავანისთან ერთად, კატალონიელთა მთავარი სამიზნე ფერან ტორესი იქნება.
ყელშია ეს ბებრები და თავისუფალი აგენტები გაყიდომ დე იონგი და ტერი და ფული გვექნება წესიერი ფეხბურთისთვის მაგრამ სლეზე კიდიათ
მოკითხვა კუმანს სუარესის გაშვების გამო.
სურათზე რა დაბინტულია, რა უქნეს ამას, ასვალტზე ათრიეს?
უკეთესი შემსრულებელი და გამტანი ვინ გვყავს? ლუკდეიონგი თუ ბრაითვეიტი? დეპაიც ხო მაზილაა მარა 8 გოლი აქვს, კავანი ჰოლანდიელს 10 თავით ჯობს, ერთი გამტანი ცინგლიანი ფატიმაა რომელიც 1 მატჩსაც ვერ ატარებს ბოლომდე რომ ტრავმა არ მიიღოს ამიტომ ამ სიტუაციაში კავანი მისაღები კანდიდატია. ზაფხულზე ბრაითა ლუკი დემბელე ფატიმა დემირი პუჩი დესტი კოუტინიო უმტიტი ყველა გასაყიდია
ბარსას სტილი არაა ეს. კიდევ ერთი ლუზერს ნუ გააცოცხლებენ 🙁 თან ბებერია, თან მაზილაა. დაგვაწყვეტავს ნერვებს 🙁
წელიწადნახევარი გასაგებია და მისაღები, მაგრამ ხელფასს რამდენს ითხოვს? იმედია 8-12 მილიონს არა.
თავის დროზე უნდა მოგვეყვანა და ახლა ერთით ნაკლები პრობლემა გვექნებოდა
მოიყვანონ და 1,5 იც გაუფორმონ, ამას მოუწოვს აუცილებლად თამაში, თან დეპაის ვითომ ფორვარდებას და 🌴 იონგის თამაშს ნაღდად აჯობებს, ძაან კარგი ფორვარდია და მოიყვანონ, ეს +ტორესი+მცველები+ოლმო+ის რივერ პლეიტის ფორვარდი+ვინმე მარჯვენა მცველი+მეკარე ეს პოზიციები აუცილებელია, უბრალოდ სხვაგვარად არ გამოვა, ბევრია მაგრამ ეგ არაფერი, დროდადრო გამოასწორებენ სიტუაციას
ლუკ დე იონგი გაუშვან და ეს მოიყვანონ, ოღონდ 6 თვით და ცოტა მეტი სათამაშო დრო მისცენ. სხვა ვარიანტი არ აწყობს ბარსას.
კავანი კი ძალიან მაგარიაა მაგრამ ნელია თან საკმაოდ.ჩვენ გვიჭირს ჩქარა გადასვლა სწრაფი გადაწყვეტილებები საჯარიმოსთან აი კავანი როგორ გამოგვადგება საკითხავია .