workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოსასუნა-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

ოსასუნა-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

მალე “ბარსელონამ” მომდევნო სეზონის ტრანსფერებზე მუშაობა უნდა დაიწყოს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიური გუნდი ლა ლიგის ოთხეულისკენ უნდა დაიძრას. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალი დონის ფეხბურთელების დათანხმება ძალიან გაჭირდება. წარმოიდგინეთ, ერლინგ ჰოლანდთან რომ აწარმოებ მოლაპარაკებებს და ეუბნები, დიდი შანსია, ისევ ევროპა ლიგაზე გათამაშოო. ლა ლიგაში სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოსწორდეს და მართალია, დღევანდელი მეტოქე ამისთვის შესაბამისია, მაგრამ…

ჩავის გუნდში ისევ სერიოზული საკადრო პრობლემებია, მაგრამ სხვა გზა არაა – ესპანეთის სუპერ თასამდე ლა ლიგაში 5 თამაში გვაქვს და ქულები მაქსიმალურად უნდა ავიღოთ.

სათამაშო ფორმა

ჩვენზე ცუდ ფორმაში მყოფ გუნდს მივაგენით. “ოსასუნას” ლა ლიგის ბოლო 7 თამაშში მოგება არ აქვს. ამ 7 მატჩში პამპლონელები მაქსიმუმ ერთი გოლის გატანას ახერხებდნენ და ესეც მხოლოდ ორჯერ მოხდა. “ბარსელონას” დაცვისთვის ნამდვილად კარგი ამბავი გვაქვს.

“ბარსელონა” რა დღეშიცაა, ყველამ კარგად ვიცით. ჩავის გუნდმა ბოლო 2 თამაში მშრალად წააგო – “ბეტისთან” სახლში 0-1 და “ბაიერნთან” სტუმრად 0-3. კატალონიელები ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ, რაც მათ ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს.

იმის მიუხედავად, რომ “ოსასუნას” უკვე 7 თამაშია, არ მოუგია, იაგობა არასატეს გუნდი “ბარსას” მაინც მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

დანაკლისი

ვინ დასთვალოს ზღვარი ქვიშა და ან “ბარსას” ლაზარეთში ფეხბურთელები? ანსუ ფატის, მარტინ ბრეითუეიტს, პედრის, სერხიო აგუეროსა და სერჟი რობერტოს მემფის დეპაი და ჟორდი ალბაც შეუერთდნენ.

“ოსასუნა” თითქმის უდანაკარგოა. მასპინძლებს სათადარიგო მეკარე ხუან პერესი და სათადარიგო მარჯვენა მცველი ხესუს არესო არ ეყოლებათ.

ურთიერთშეხვედრები

ამ გუნდებს შორის გამართული 90 თამაშიდან “ბარსელონამ” 53 მოიგო, 18 ფრედ დაასრულა და 19 წააგო. კატალონიელებმა 201 გოლი გაიტანეს და 76 გაუშვეს.

“ბარსას” ბოლო 2 თამაში მშრალად აქვს მოგებული, თუმცა მანამდე ორ მატჩში აღებული მხოლოდ 1 ქულა იყო.

მეტოქის მოედანზე გამართულ 45 დაპირისპირებაში “ბლაუგრანას” 18 მოგება, 14 ფრე და 13 მარცხი დაუგროვდა.

არბიტრი

შეხვედრას 39 წლის ხუან მარტინეს მუნუერა განსჯის.

მუნუერა 2006 წლიდან მსაჯობს, ლა ლიგაში კი 2013 წელს დაწინაურდა. 2016/17 წლების სეზონში ის ლა ლიგის საუკეთესო არბიტრად დასახელდა.

ხუან მარტინესი თამაშში საშუალოდ 4.63 ყვითელ და 0.17 წითელ ბარათს აჩვენებს. ლა ლიგის მოქმედ არბიტრებს შორის ის როგორც ყვითელი, ასევე წითელი ბარათების სტატისტიკით მე-15 ადგილს იკავებს. რაც შეეხება თერთმეტმეტრიანებს – კარიერის განმავლობაში ის თამაშში საშუალოდ 0.3 პენალტს ნიშნავს.

“ბარსელონას” მატჩში მუნუერას მონაწილეობა 25-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 16 თამაში მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 4 დათმეს. ამ 25 შეხვედრაში ნაჩვენები 4 წითელი ბარათიდან 1 “ბარსელონელებზე” მოდის (ერიკ გარსია), ხოლო 3 მეტოქე ფეხბურთელებზე. “ბარსას” უპირატესობა აქვს თერთმეტმეტრიანებშიც – 6-3.

“ოსასუნას” მუნუერას მიერ განსჯილ 8 თამაშში 2 მოგება, 2 ფრე და 4 მარცხი აქვს. ამ შეხვედრებში წითელი ბარათი არ ყოფილა, თერთმეტმეტრიანი კი 2-ჯერ დაინიშნა – ერთხელ პამპლონელთა კარში, ხოლო ერთხელ მეტოქის.

საინტერესო ფაქტები

  • “ბარსელონას” “ოსასუნას” წინააღმდეგ გამართული ბოლო 17 თამაშიდან 15-ში 2 ან მეტი გოლი გაჰქონდა;
  • “ოსასუნას” მიერ ლა ლიგაში ჩატარებულ ბოლო 7 თამაშში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • “ოსასუნამ” ლა ლიგის ბოლო 6 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა;
  • “ბარსელონას” “ოსასუნასთან” სტუმრად ჩატარებულ ბოლო 11 თამაშში მხოლოდ 1 წაგება აქვს;
  • “ოსასუნას” ლა ლიგაში 7 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს;
  • ბუკმეკერები “ოსასუნას” მოგების შანსს 26%-ით აფასებენ, მაგრამ პამპლონური გუნდი ასეთი შანსის მქონე თამაშების 30%-ს იგებს;
  • ბუკმეკერები “ბარსელონას” მოგების შანსს 50%-ით აფასებენ, მაგრამ კატალონიური გუნდი ასეთი შანსის მქონე თამაშების მხოლოდ 32%-ს იგებს;
  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 7 თამაშიდან ექვსში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 9 თამაშიდან შვიდში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონასა” და “ოსასუნას” შორის გამართული ბოლო 8 თამაშიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 7 თამაშიდან ხუთში ანგარიში “ბარსელონამ” გახსნა;
  • “ოსასუნას” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ოსასუნას” ბოლო 6 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწოდებდნენ;
  • “ბარსელონას” ბოლო 3 თამაშში კარი მშრალად არ შეუნახავს;
  • “ბარსელონას” ბოლო 9 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწოდებდნენ.

ჩავი მატჩის წინ

 ძალიან რთული თამაში გვაქვს, რადგან “ოსასუნა” დაცვაში ძალიან კარგია, 5 მცველიანი წყობით… 

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Marca

ოსასუნა (4-1-4-1): ერერა, ვიდალი. უ. გარსია, დ. გარსია, სანჩესი, ტორო, ბარხა, მონკაიოლა,. ბრასანაცი, რ. გარსია, ბუდიმირი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, გარსია, დესტი, ბუსკეტსი, ფ. დე იონგი, გავი, ეზალზული, ლ. დე იონგი, დემბელე

Sport

ოსასუნა (4-1-4-1): ერერა, ვიდალი, უ. გარსია, დ. გარსია, სანჩესი, ტორო, ბარხა, მონკაიოლა, ბრასანაცი, რ. გარსია, ბუდიმირი

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, ლანგლე, ბუსკეტსი, ნიკო, გავი, ფ. დე იონგი, ეზალზული, ლ. დე იონგი, დემბელე

AS

ოსასუნა (5-3-2): ერერა, ვიდალი, უ. გარსია, დ. გარსია, კრუსი, სანჩესი, ტორო, მონკაიოლა, ბრასანაცი, ბუდიმირი, ავილია

ბარსელონა (3-4-3): ტერ შტეგენი, არაუხო, გარსია, ლანგლე, ბუსკეტსი, ნიკო, ფ. დე იონგი, გავი, დემბელე, ლ. დე იონგი, ეზალზული

SofaScore

ოსასუნა (5-3-2): ერერა, ვიდალი, უ. გარსია, დ. გარსია, კრუსი, სანჩესი, მონკაიოლა, ტორო, ბრასანაცი, ბუდიმირი, ავილა

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, არაუხო, დესტი, ბუსკეტსი, ნიკო, ფ. დე იონგი, გავი, ლ. დე იონგი, დემბელე

პროგნოზი

  • WhoScored: 0-1
  • Sportskeeda: 1-2
  • Sportsmole: 1-2

ტრანსლაცია

თამაში 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 12 დეკ 2021, 21:54
    #4

    ეზალზული მალადეც, დემბელე წავიდეს ლაზარეთში თორემ მოიწყინეს იქ უმაგისოდ. მე მგონი აიკიდა ტრამვა, 90 წუთი ნამეტანია ამ ბავშვისთვის.

  • me da barca
    schedule 12 დეკ 2021, 15:34
    #3

    ბარსა მაგონებს ძველ, ჟანგიან ჟიგულს, რომლისთვისაც ერთი ორმოში ჩავარდნაა საკმარისი, რომ ნაწილ-ნაწილ დაიშალოს და ჟანგიანი ნაწილები დაცვივდეს.

  • El pistolero 9
    schedule 12 დეკ 2021, 13:58
    #2

    3-4-3 უფრო გამოსადეგი იქნება ამ მატჩისთვის. დაცვაში თუ ავტობუსი ჩააყენეს ფლანგები უნდა დავტვირთოთ მაქსიმალურად!!! დემბელემ და ეზალზულმა მაქსიმალურად უნდა აითვისონ ფლანგები რომ ცენტრში სივრცე გამოთავისუფლდეს. მაგრამ სამწუხაროა რომ ამ გამოთავისუფლებულ სივრცეში ლუკ დეიონგს მოუწევს თამაში. ალბათ ფრენკის შერბენებსაც ვიხილავთ

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 დეკ 2021, 11:42
    #1

    ოღონდ 🌴 იონგი არ დამანახოთ რა