“ბარსელონას” სერიოზული საკადრო პრობელმები აქვს, რის გამოც “ოსასუნასთან” მატჩის ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება.
Sport-ის ვარაუდით, ლუკ დე იონგი სასტარტოში ითამაშებს. შეტევის ფლანგებს აბდე ეზალზული და უსმან დემბელე დაიკავებენ.
“ოსასუნას” წინააღმდეგ შეხვედრაში ნახევარდაცვაში სერხიო ბუსკეტსა და ფრენკი დე იონგს ვიხილავთ. გასარკვევი ისაა, ძირითად შემადგენლობაში ნიკო იქნება თუ გავი.
ცვლილებები იქნება დაცვაშიც. ცნობილია, რომ ჟორდი ალბა ვერ ითამაშებს, თუმცა, ჩავი არც სერჟინიო დესტსა და არც ოსკარ მინგესას ენდობა. ივარაუდება, რომ მარცხენა ფლანგს ალეხანდრო ბალდე დაიკავებს, მარჯვენას კი – რონალდ არაუხო, მაგრამ გამორიცხული არც 3 მცველით თამაშია. ასეთ შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში არაუხო და ჟერარ პიკე ითამაშებენ, მესამე მცველის ადგილისთვის კი კლემან ლანგლე და ერიკ გარსია იბრძოლებენ.
მატჩი ხვალ 19 საათსა და 15 წუთზე დაიწყება.
ითამაშებს თორე ამანაც ციდან ვარსკვლავები არ მოწყვიტოს
ერთი დიდი სანაგვე ყუთი გახდა ბარსა. ყარს შიგნიდან. თუ არ გასუფთავდა და დეზინფექცია არ გაუკეთდა არაფერი გამოვა.
როგორც კატას ვერ დააწყებინებ ყეფას, ისე ვერ დააწყებინებ ამათ მაღალ დონეზე თამაშს, გინდა დეიონგი დააყენე გინდა ბრაიტვეიტი. ბარსას სისტემის ფეხბურთელებით სანამ არ დაკომპლექტდება გუნდი და რამდენიმე კარგი ტრანსფერი არ განხორციელდება მანამდე არაფერი გვეშველება.
ლუკ დე იონგი ოსასუნასთან ძირითადში იქნება!!!
მოგვიგია, ამ ბიჭის იმედი მაქვს, როგორც ზოგიერთებს დემბელესი.
არამგონია ჩავიმ ხე იონგი დააყენოს, შეტევიშ ხაზში—დემბელე——–აბდე
—————–კოუტინიო უნდა იყოს