workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რა უთხრა ჩავიმ გავის ბაიერნთან მატჩის შემდეგ

რა უთხრა ჩავიმ გავის ბაიერნთან მატჩის შემდეგ

AS-ის ცნობით, გავიმ “ბაიერნთან” წაგება ძალიან განიცადა, მოედნის დატოვების შემდეგ კი მან ცრემლები ვერ შეიკავა.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, პირველი, ვინც მასთან მივიდა და დაამშვიდა, ჩავი ერნანდესი იყო, რომელმაც ახალგაზრდა ფეხბურთელს შემდეგი სიტყვები უთხრა: “შენ ყველასთვის ნამდვილი მაგალითი ხარ”.

17 წლის მოთამაშე ზემოხსენებული მატჩის შემდეგ ჩავის ფავორიტად იქცა, არამხოლოდ იმის გამო, რომ 41 წლის სპეციალისტის მსგავსად ისიც ნახევარმცველია, არამედ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ყველაფერი აქვს, რაც ერნანდესს მოსწონს: ტალანტი, დონე, თავგანწირვა, ტაქტიკური განსწავლულობა, ერთგულება, ბრძოლა, საფეხბურთო თავხედობა, პასუხისმგებლობა, ამბიცია და ა.შ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 10 დეკ 2021, 17:19

    ესეც და მინგესაც ძალიან ხისტები არიან. ერთის მხრივ კარგია რო მეტოქეს პატარა შიში ჩაუნერგო, თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა რო დროზე ადრე არ დატოვო მოედანი.

  • M10 S9 D11
    schedule 10 დეკ 2021, 01:39

    ძაან დასახვეწია მოედანზე ჩხუბობს თამაშის მაგივრად და უაზრო ჯარიმებს იკიდებს

  • Gigi
    schedule 10 დეკ 2021, 00:57

    ეს ძალიან მაგარი ბავშვია და დარწმუნებული ვარ მსოფლიოში ერთ ერთი საუკეთესო ნახევარმცველი დადგება ამისგან მაგრამ გამოუვალ მდგომარეობას რა ვუთხარი თორემ წესით ძირითადში ეს ასე გადაბმულად ყოველ თამაშში არ უნდა განიხილებოდეს ცოტა ადრეა ამისთვის ძირითადი მესი რო მესია იმას არ ჰქონია 17 წლის ასაკში ასეთი გარანტირებული ადგილი და ამდენი დატვირთვა

  • iniesta
    schedule 09 დეკ 2021, 23:06

    ♠️spookify♠️,
    ფატიც გაქაჩავს და პედრიც მე პირადად ძაან მეიმედებიან

  • La Pulga10
    schedule 09 დეკ 2021, 22:29

    ეს,არაუხო,ნიკო,პედრი,ფატი ნათელი წერტილები არიან

  • alen halilovic
    schedule 09 დეკ 2021, 22:27

    100%

  • .Gladiator.
    schedule 09 დეკ 2021, 22:25

    სულელური ჯარიმების აღებას როდის მოეშვებაო რას ამბობენ

  • Albicelecte
    schedule 09 დეკ 2021, 22:24

    ციტატა: lesane C
    კაია გავი, მარა ტოლისომ სიცოცხლე გაუმწარა გუშინ :დ


    ტოლისოსა და ამას შორის ზუსტად 10 წელია სხვაობა;
    ტოლისო კიდევ 27 წლისაა, საუკეთესო, ოპტიმალურ ასაკში, გამოცდილებაც რომ აქვს, ჯანიც და სისწრაფეც

  • lesane C
    schedule 09 დეკ 2021, 22:21

    კაია გავი, მარა ტოლისომ სიცოცხლე გაუმწარა გუშინ :დ

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 დეკ 2021, 22:11

    კაია ეს ოღერი რა❤❤❤

  • C.PC5
    schedule 09 დეკ 2021, 22:08

    ესეც ისე გადატყდება წენში როგორც ფატი და პედრი. ასეთ ასაკში რაც არუნდა ტალანტი იყოს არ უნდა იღებდეს ამდენ სათამაშო დროს, მეორე სეზონია უკვე ეს პრობლემა დგას და ეს დაიწყო ბართომეუს ბოლო სეზონიდან, ვითომ წმენდა რომ ჩაატარა და გამოცდილი, დაპროფესიონალებული ნახევარმცველები რომ გაყარა გუნდიდან, ვიდალი, რაკიტიჩი და თუნდაც არტური, შეტევაშიც იგივე მოხდა. კაია ასე უფრო მალე ისწავლის ყველაფერს, მაგრამ ფიზიკურად ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლებს და მეორეა რომ ამ ასაკიდანვე კონკურენციის გაწევა არ უწევს, რაც სავარაუდოდ მომავალში თამაშის ხარისხზეც აისახება.

  • rivaldo80
    schedule 09 დეკ 2021, 22:05

    ოქროს ბიჭია მთელ მოედანზე პიდბულივით დარბის.

  • Andria
    schedule 09 დეკ 2021, 21:56

    იმედია ფრენკი ასე მარტივად არ დაგვტოვებს მწყინს ამხელა ტალანტს რომ ვერ ვიყენებთ არ გამოვიდა ინიესტობა ან ჩავობა ფრენკისგან არის ის ვინც არის და უნდა იყოს ვინც არის და ამიტომ ბუსკეცი უნდა გადასვას სკამზე ჩავიმ და ფრენკი ათამაშოს თავის პოზიციაზე და შემდეგ ვნახოთ. ძალიან მტკივა გული როგორ მიხაროდა არადა როცა შევიძინეთ ახლაც მიხარია დარწმუნებული ვარ ის დადგება ვინც გვინდა რო იყოს. დალაგებულ გუნდში სხვა იქნება ფრენკი ძალიან დონე, ლიდერი არაა დეიონგი არაქვს ეგ თვისებები დეიონგი არის ის ნაწილი რაც გუნდს სჭირდება მუშაობისთვის უმაგრესი ძრავი რომ ჩააყენო მანქანაში სხვა ნაწილებიც მწყობრში თუარაა მანქანა ვერ იმუშავებს ფრენკის სჭირდება ჩამოყალიბებული გუნდი ეცოდინება თავის როლი 2 შიბლა მწვრთენლი გამოიარა ხან სად ათამაშებდნენ ხან სად, დეიონგი ვათამაშოთ ბუსის პოზიციაზე რასაც აკეთებდა აიაქსში და აკეთებდა იდეალურად იმედია ჩავი მიხვდება მაგას და დიდ შეცდომას არ დავუშვებთ ❤️