ერთ-ერთი პირველი, ვინც “ბარსელონაში” დაანონსებულ წმენდას შეეწირება, შესაძლოა, სერჟინიო დესტი იყოს.
Diario AS-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი ამერიკელი უკანახაზელით უკმაყოფილოა და კლუბს მისი გაშვების ნებართვა მისცა.
“ბეტისთან” მატჩის შემდეგ, “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბმა დესტს დაცვაში თამაში დაუწუნა, რის გამოც “მაესტრომ” მას “ბაიერნთან” შეტევაში თამაშის შანსი მისცა, თუმცა სერჟინიომ თავი ვერც ამჯერად გამოიჩინა. მადრიდული გამოცემის მტკიცებით, გუშინდელი შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი, ვისკენაც ჩავის საყვედურები მიემართებოდა, სწორედ დესტი იყო. 21 წლის ფეხბურთელი მეორე ნახევარში მოედანზე აღარც გამოჩენილა.
კატალონიელები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დესტის თაობაზე წინადადებებს მოისმენენ, კლუბი ამერიკელს მინიმუმ 30 მილიონად შეელევა.
“ბარსელონა”, დესტის გარდა, ფრენკი დე იონგისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის გაშვებაზეც ფიქრობს.




სემედუ არ უნდა გაგვეშვა
Ჩავი Ჭკვიანია Საჭირო დროს დაიმატა Ალვეში ყველაზე იაფად Ალვეში მინიმუმ 2 სეზონს Გაქაჩავს და ამას Თყ გააჯმევინეს Მშვიდად Მოძებნიან Შემცვლელს აბა სლე კუმანს ხო არ უნდოდა ალვეᲨუ განა მაგაზე კარგი მარჯვენა მცველი არსებობდეს Საერთოდ ვინმე!
ყველაზე ცუდია ვინც კი ვგყოლია განაპირა მცველი.რობერტოს ნახევარიც არა
8.5 მილ
Facebook ის გვერდზე დაწერეთ რომ გარსია ხელშეუხებელია და ალბათ ბეჭდისას შეგეშალათ ჰო ? იმედია …
JustBarcaLover,
გვეტყობა რამე 115 მილიონის ქონის?😂
არც უნდა მოეყვანათ. აიაქსის ზამენა ბარსას ძირითადი ვერ გახდებოდა თავიდანვე ვიცოდი
JustBarcaLover,
14 მლნ მგონი
ისე შარშან გამწარებული ცდილობდა ბაიერნი ამის ყიდვას და ძლივს ვიყიდეთ,უცნაურია.
აუ მაგრად გამახარა მაგ ამბავმა, მიხვდა ჩავი ალბათ რა სლეც არის დესტი,ვახ იმენა მალე მოიშორონ ეს წურბელა სასტავი