“ბარსელონა” მნიშვნელოვან გარდაქმნებს იწყებს, რასაც ფეხბურთელების გაშვება და ტრანსფერების განხორციელება მოჰყვება. კატალონიური კლუბი გაძლიერებას ზამთრიდან იწყებს და წამყვანი მოთამაშეების გაშვებასაც არ ერიდება.
ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსა” ტრანსფერზე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, სერჟინიო დესტსა და ფრენკი დე იონგს აყენებს. კლუბი გერმანელ მეკარეს 40 მილიონ ევროდ აფასებს, ნიდერლანდელ ნახევარმცველს კი მინიმუმ 90 მილიონის სანაცვლოდ შეელევა. დესტზე კონკრეტული თანხა დასახელებული არაა.
ტერ შტეგენთან დაკავშირებით ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი, ორიოლ დომენიკიც ავრცელებს და იტყობინება, რომ თუ კატალონიელები 29 წლის კარის დარაჯს გაუშვებენ, ისინი ანდრე ონანას უხმობენ, რომელიც “ბარსაში” დაბრუნებას დათანხმდება.
ტერ შტეგენი, დე იონგი და დესტი “ბაიერნთან” შეხვედრაში, ისევე, როგორც მთელი სეზონი, არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. როგორც ჩანს, კლუბი მათ უკვე აღარ ენდობა.
ჟერარ რომერო დასძენს, რომ ხელშეუხებელი ფეხბურთელები ერიკ გარსია, რონალდ არაუხო, ალექს ბალდე, გავი, ნიკო გონსალესი, პედრი, ანსუ ფატი, სერხიო ბუსკეტსი და ალექს კოლიადო არიან. არნაუ ტენასი, მიკა მარმოლი, ილიას აკომაში და აბდე ეზალზული კი, შესაძლოა, მომავალ სეზონში პირველ გუნდში დაწინაურდნენ.
“ბარსელონა” ცვლილებებს დიდი ხანია საჭიროებს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენამ ეს უფრო თვალსაჩინო გახადა. “ბაიერნთან” მატჩის შემდეგ მოსალოდნელ წმენდაზე დაიწყო საუბარი. ზემოხსენებული ფეხბურთელების გარდა, “ბარსა” ოსკარ მინგესას, სამუელ უმტიტის, ლუკ დე იონგისა და ფილიპე კოუტინიოს გაშვებასაც აპირებს.
…და დეპაი? სირცხვილი არაა დეპაისნაირი მთავარი მეგოლე იყოს გუნდში?! აი ეს იცის გუნდის დემბელეზაციამ…
კაცმა ბურთი ვერ აკენწლა პრეზენტაციაზე და რას ელოდით მეტს?!
დე იონგი არაა გასაშვები ჩემი აზრით მაგას ცოტა დასვენება უნდა პედრივით ზედიზედ მატჩებს აბამს ერთმანეთს და გადაღლილია ერთი თამაში არ გამოუტოვებია წინა სეზონშიც და ამ სეზონშიც
სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, არც დე იონგია ისეთი როგორიც გვინდა და აღარც შტეგო აღარ დაფრინავს, ორივეს გაყიდვის შემთხვევაში აღებული ფულით შეტევის პრობლემა მოგვარდებოდა და მერე დაცვის პრობლემას მოაგვარებდნენ, სამომავლო პერსპექტივაში ნიკო-გავი-პედრი დან ვერცერთს ვერ გაუწევს კონკურენციას, ასე რომ ხავსზე მოჭიდებას უნდა შევეშვან და რაც გუნდისთვის უკეთესია ის გავაკეთოთ, შეიძლება იფიქროს ვინმემ ამდენი ნაგავია გუნდში და რაღა მაგათ მიახტით სხვები მოიშორეთო , მაგენიც გასშვები არიან მაგრამ ვის რათ უნდათ, ესენი იყიდებიან თან კარგ ფასში და იმათ ყველას ერთად თუ გავყიდით შეიძლება იმდენი ვერ ვიშოვოთ რამდენსაც ტერ შტეგეგის და დე იონგის გაყიდვისას
კაი დაუშვად გავყიდეთ შტეგო მერე ვინ ჩადგება დემბელე?! ნეტუ რო კარში დასაყენებელი არაა ეს ორივემ ვიცით ტიპს რამდენჯერაც დაურტყამენ იმდენჯერ უშვებს გოლს
უნდა მოიყვანონ შემცვლელი, ან ჯერ პენიაც დატესტონ, თუ ნეტუ ზამთარში გვტოვებს მაშინ პენია და შტეგო როტაციაში უნდა იყვნენ, ადრე ბრავოსთან იყო ახალგაზრდა შტეგო როტაციაში და ტიპი დაფრინავდა, ბრავოს წასვლის შემდეგაც სასწაულად უმატებდა და მერე გაფუჭდა რა☹, ახლა ან გამოსწორდება ანდა დავაი გუნდიდან და შემცვლელია მოსაყვანი
დეიონგი დიდი ხნის წინ უნდა გაეშვათ….დესტი ვაბშე არვიცი სადარის რაარის და რასაკეთებს, შტეგენი რავიცი, რაგითხრათ….
მაგალიტად კოუტინიო… 25-30 თუ გადაიხდიან შეიხები, უნდა დავაკაოთ? რაც აკეთებს მაგის საფასურს? არაფერს
დემბელე… 15-20 თუ ვინმემ გადაიხადა, მადლობა ეკუთვნის
დესტში თუკი ვინმემ 25-30 გადაიხადა
იგივე შტეგენში და ფრენკში, ის ორი ფრანგი ხომ საერთოდ…
ბაზარი არაა. პედრიზე და ნიკოზე მეტს მაინც ვერ აკეთებს დე იონგი და ვერც დესტი ვერც დემბელე და ვერც დეპაი. დარწმუნებული ვარ სხვა გუნდში უკეთესები იქნებიან მაგრამ აქ არა, აქ გვინდა ხალხი ვისაც ბურთის კონტროლი შეუძლია და არა დაკარგვა და უკან ვერ დაბრუნება.
დე იონგი არაა გასაშვები ჩემი აზრით მაგას ცოტა დასვენება უნდა პედრივით ზედიზედ მატჩებს აბამს ერთმანეთს და გადაღლილია ერთი თამაში არ გამოუტოვებია წინა სეზონშიც და ამ სეზონშიც
სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, არც დე იონგია ისეთი როგორიც გვინდა და აღარც შტეგო აღარ დაფრინავს, ორივეს გაყიდვის შემთხვევაში აღებული ფულით შეტევის პრობლემა მოგვარდებოდა და მერე დაცვის პრობლემას მოაგვარებდნენ, სამომავლო პერსპექტივაში ნიკო-გავი-პედრი დან ვერცერთს ვერ გაუწევს კონკურენციას, ასე რომ ხავსზე მოჭიდებას უნდა შევეშვან და რაც გუნდისთვის უკეთესია ის გავაკეთოთ, შეიძლება იფიქროს ვინმემ ამდენი ნაგავია გუნდში და რაღა მაგათ მიახტით სხვები მოიშორეთო , მაგენიც გასშვები არიან მაგრამ ვის რათ უნდათ, ესენი იყიდებიან თან კარგ ფასში და იმათ ყველას ერთად თუ გავყიდით შეიძლება იმდენი ვერ ვიშოვოთ რამდენსაც ტერ შტეგეგის და დე იონგის გაყიდვისას
ვინც შტეგო და დე იონგი გაუშვას იმის სუყველაფერი
forca barcA,
მთლად 3 სეზონი არა მაგრამ ამ სეზონში და წინა სეზონში ნაღდად არ ვარგოდა, იმის წინაშიც რეგრესი დაეწყო, არადა მაგრამ მევასებოდა☹
რამდენიმე თამაშზე არაა აქ საქმე 2-3 სეზონია აშკარა რეგრესი აქვს და ვფიქრობ უნდა წავიდეს ეს ის ჩვენი გერმანელი კედელი აღარაა.