ევროპა ლიგა: წილისყრა, კალენდარი, პოტენციური მეტოქეები…

ევროპა ლიგა: წილისყრა, კალენდარი, პოტენციური მეტოქეები…

“ბარსელონა” ევროპა ლიგაზეა. კატალონიური გუნდის გულშემატკივრების მთელი თაობა არსებობს, რომელიც ამას პირველად მოესწრო. თუმცა ეს რეალობაა, რომელსაც უნდა შევეგუოთ და ვირწმუნოთ იმის, რომ მალე ჩვენი საყვარელი კლუბი ჩვეულ დონეს დაუბრუნდება. ცუდი შედეგების მიუხედავად ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს.

მანამდე კი ევროპის ლიგის სპეციფიკას გავეცნოთ.

ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგაზე 7 გუნდი გადავიდა. ესენი არიან: “ლაიფციგი”, “პორტუ”, “დორტმუნდი”, “შერიფი”, “ბარსელონა”, “სევილია” და “ზენიტი”. მათ დღეს კიდევ ერთი დაემატება, კანდიდატები კი “ვილიარეალი” და “ატალანტა” არიან.

ევროპა ლიგაზე ჯგუფიდან პირველ ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ 1/8 ფინალში მოხვდნენ, მეორეადგილოსნები კი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილებთან ფლეი ოფს ითამაშებენ. ფლეი ოფის თამაშები, რომლებშიც მონაწილეობას “ბარსელონაც” მიიღებს, 17 და 24 თებერვალს ჩატარდება.

ჯერჯერობით ევროპის ლიგის ჯგუფში მე-2 ადგილზე გასული მხოლოდ 2 გუნდია ცნობილია – “რეინჯერსი” და “ბეტისი”. ვინაიდან “ბეტისი”, “ბარსელონას” მსგავსად, ესპანეთს წარმოადგენს, “ბლაუგრანას” პოტენციური მეტოქეებიდან მხოლოდ “რეინჯერსია” ცნობილი. მეორე ადგილზე გასვლის შანსები აქვთ პსვ-ს, “ლესტერს”, მოსკოვის “სპარტაკს”, “ნაპოლის”, “ლეგიას”, “აინტრახტს”, “ოლიმპიაკოსს”, “გალათასარაის”, “ლაციოს”, “რედ სტარს”, “ბრაგას”, “მიდტიულანდს”, ზაგრების “დინამოსა” და “გენკს”.

ევროპის ლიგის საბოლოო ცხრილებს დღეს გავიგებთ და “ბარსელონას” ყველა პოტენციური მეტოქე გვეცოდინება. ფლეი ოფის წილისყრა კი 13 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 09 დეკ 2021, 23:30

    ნაპოლი, ლაიბციგი, დორტმუნდი, პორტო, სევილია, ლესტერი. იმედია ატალანტა იქ დარჩება. აქედან რომელს უნდა მოუგოს ამ ბარსამ? ხომ გადაიკვეთება ამათი გზები ოდესმე და ეს ბარსა ვერაფერს გააწყობს, ჩაფლავდება.

  • nika 54
    schedule 09 დეკ 2021, 21:36

    არც აქ გველოდება იოლი გასეირნება, როგორც ვატყობ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 დეკ 2021, 15:39

    აქ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, არ არსებობს სხვა გამოსავალი, ბარსაა და არა ფარჩაკი საეაგოსა, მეტი ვარიანტი არ განიხილება,მხოლოდ მოგება

  • Kun agüeroooo
    schedule 09 დეკ 2021, 15:02

    აუ აქაც რა კონკურენციაა ღადაობ😂

  • Chico
    schedule 09 დეკ 2021, 12:29

    დღევანდელი ბარსასთვის ის კი არ არის პრობლემა, რომ ევროპის ლიგაში შევარდით, რაც დღევანდელი ბარსასთვის შესაფერისი ადგილია და მიუხედავად ლაპორტას დაპირებებისა, ყველამ ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა, პრობლემა არის ის, რომ ძალიან მალე იქედან გამვარდნის საშიშროების წინ ვდგევართ. ზათარში ვერავის ვერ გაყიდის ლაპორტა, მიტომ რომ ეს ბალასტი არავის უნდა, ყოველ შემთხვევაში იმდენ თანხას ვერ მოაგროვებს, რომ ვიღაც ნორმალური იყიდოს, მითუმეტეს სამი, რგორც ჩავი ელოდება. ევროპის ლიგა საკმაოდ სოლიდური შემადგენლობაა და ასე ადვილი არ არის გაარჯვება, თუმცა სევილიამ სამჯერ ზედიზედ მოახერხა მისი მოგება და შარშან ვილიარელმაც მოახრხა გამარჯვება, თანაც ფინლში მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა, რომელსაც იუვენტუსთნ ერთად ასევე დიდი პრობლემები გააჩნია. ასე რომ თუ ბარსა ბევრს იმუშავებს და კონკრეტულ მიზანს დისახავს, ტურნირის მოგება შეუძლია, რადგან არც სევილია და არც ვილიარეალი დღევანდელ ბარსაზე უკეთესი გუნდები არ არიან. რაც უდიდესი სტიმული იქნება მთელი კლუბისათვის. ჩვენ კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებულები და გულნატკენები ვართ, უნდა შევეგუოთ სიტუაციას, უნდა დავიჯეროთ, რომ 2-3 წელი არ მოხდება სიკეთე, დაველოდოთ ახალი გუნდის ჩამოყალიბებას და ახალი ერის დაწყებას ბარსელონას ისტორიაში, თუ რათქმა უნდა ამას ლაპორტა და მისი ბორდი მოახერხებს, რაშიც სიმრთლე გითხრათ ამ ბოლო დროს ეჭვის შეპარვა დამეწყო… ღმერთმაც ჰქნას რომ ვცდებოდე…..

  • frenkie dejong21
    schedule 09 დეკ 2021, 12:28

    ღმორთო ჩემო კიდე ვერ ვიჯერებ 🙂
    თავი სიზმარში მგონია :((