“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ მიუნხენის “ბაიერნთან” მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე Cadena Ser-ის ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ჯგუფური ეტაპის დაძლევასთან დაკავშირებით ოპტიმიზმი გამოთქვა.
“ბარსა” არის კლუბი, რომელსაც გააჩნია ისტორია, ტრაექტორია და ჩვენ შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე სახარბიელო ამინდი არ არის, ეს “ბარსასთვის” გასამართლებელი საბაბი არ იქნება.
ჩვენ არაფრის გვეშინია. თამაშს მოუთმენლად ველით. ქომაგებს ვთხოვ, რომ “ბარსათი” იამაყონ. შესანიშნავი თამაში გველის.
“ბარსელონასა” და “ბაიერნის” დაპირისპირება “ალიანც არენაზე” თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.




ნამეტანი იცის ამან, ხანდახან ნერვებზე თამაშობს. ცხოვრებაში მიუნხენში არ მოუგია ბარსას ყველაზე საუკეთესო ფორმაში მყოფსაც კი და ეხლა რისი იმედი აქვს, თან ამ ვითომ გუნდით. თავდასხმაში რო განაპირა მცველს ვაყენებთ.
შენ მესის დარჩენაშიც დარწმუნებული იყავი
ამას გამაზული აქვს უეჭველი.
– ბატონი ლაპორტა დარწმუნებულია, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ – შენ პირს შაქარი, მაგრამ ეს ძალიან რთული საკითხია – ვნახოთ.
– ბატონი ლაპორტა დარწმუნებულია, რომ ლიონელ მესსი დარჩება – ბოდიში, არ გამოვიდაო. მე მეგონა მესსი უფასოდ მოინდომებდა თამაშსო.
– ბატონი ლაპორტა დარწმუნებულია, რომ ჰაალანდს იყიდის (და მბაპესაც ამბობდა) – როგორც საკუთარ ყურებს, ისე ვერ დავინახავთ ამ ტრანსფერს.
– ბატონი ლაპორტა დარწმუნებულია, რომ უმტიტის ხელფასს შეუმცირებს – სწორედ მაგ ჭკუაზეა უმტიტი.
-ბატონი ლაპორტა დარწმუნებულია, რომ გუნდსში დაგროვილ ბალასტს გაყიდის – მაგრამ არავინ არავის არ ყიდულობს.
და კიდევ ძალიან ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება, რაშიც ბატონი ლაპორტა დარწმუნებულია, მაგრამ აქამდე ჯერ არაფერი არ შესრულებულა რაშიც ბატონი ლაპორტა დარწმუნებულია.
მე კიდევ, ალბათ ისევე როგორც ბევრ სხვას, მიღვივდება აზრი, რომ ბატონი ლაპორტა ჯერ კიდევ ვერ დარწმუნდა იმაში,რომ ძალიან ბევრ რამეშია დარწმუნებული, რისი შესრულებაც ჯერჯერობით არ ძალუძს.
იქნებ დღეს მართლაც ასრულდეს ბატონი ლაპორტას დარწმუნება, და იქნებ ჩვენც დავიწყოთ დარწმუნება იმაში, რომ ბატონი ლაპორტა ნადვილად დარწმუნებულია იმაში რასაც ამბობს.
ღმერთმა ჰქნას და ჩვენ გულსშემატკივრები როგორც ყოველთვის ვიამაყებთ ბარსათი. აი ამაში კი ნადვილად დარწმუნებული იყოს ბატონი ლაპორტა.
ერთერთი ყველაზე საზიზღარი პრეზიდენტია, ამის ფოტოც კი მაღიზიანებს, ნეტა რა აძლევს იმედს რომ გავალთ?
მართლა გჯერა რომ ბაიერნი ეგრე ჩაწყობით აგებს თამაშებს?
ლაპორტამ უნდა ილოცოს… დინამოზე და მსაჯზე…
ნუ ტრაექტორია თუ აქვს გუნდს აბა რა იქნება 😀
თან არ მინდა ყურება არ მინდა გული გამისკდეს, თან ვერ ვისვენებ… ბარსას თამაში არ გამოტოვებია 2005 წლის მერე დაახლოებით…. რა დღეში ვართ ((((
რის საფუძველზე ამბობ მაგას, ბოლო 2 თამაშში ჯამში 11 გოლი რო გაგიტანეს? :დდ
მართლაც დიდი ისტორია აქვს გუნდს და თუნდაც 4-5 წლის წინ ვინმესთვის რომ გეთქვა ბარსა ფავორიტი არააო დაგცინებდნენ და ახლა ფანებიც უსეთ დღეში ვართ რომ ხეტაფესთანაც არ ვართ თავდაჯერებულები კამპ ნოუზე😥, იმედია მალე დაუბრუნდება გუნდს ძველი დიდება, თუნდა 2 წლის მერე , მოცსად ღირს მგონი.visca barca❤❤💙💙
ლაპო მაგდენი სამოტივაციო სფიჩიც არ გინდა, არ აწყინოს ბიჭებს :დ
აბა რა უნდა ეთქვა ვაიმე დაგვერხაო?
აბა დაიგინე ლაპო?! რა თავდაჯერებულია, სულ არ გამოჩენილიყავი არ ჯობდა?!