რამდენიმე კვირის წინ ჩვენ საიტზე ჩატარდა გამოკითხვა იმის დასადგენად, თუ რა მოსწონთ და არ მოსწონთ მომხმარებლებს Barcamania.ge-ზე ყველაზე მეტად.
გამოკითხვაში მონაწილეობა მოსალოდნელზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რის გამოც შედეგების დამუშავება დროში გაიწელა.
დიდი მადლობა ყველა იმ საქებარი სიტყვისთვის, რომელიც გამოგვიგზავნეთ, ყოველი დადებითი შეტყობინება ძალიან გვიხარია. თუმცა გამოკითხვის მთავარი მიზეზი იმის დადგენა იყო, თუ რა მიმართულებით გვაქვს პრობლემები და ამ სტატიაშიც ამ საკითხზე ვისაუბრებთ.
თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ამ სტატიაში მოხვდა მხოლოდ ის პრეტენზიები, რომლებსაც არ/ვერ ვიზიარებთ. თქვენი კიდევ ბევრი სურვილი და პრეტენზია ამ სტატიაში ვერ მოხვდა იმის გამო, რომ ვიზიარებთ მათ და პრობლემების გამოსწორებაზე მუშაობა ან უკვე დაწყებულია, ან მომავალში დაიწყება.
რეკლამა
ყველაზე დიდ უკმაყოფილებას, როგორც მოსალოდნელი იყო, საიტზე არსებული რეკლამები იწვევს. მომხმარებლების გვესმის, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი – ბარსამანია არის “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბი და ის არ შეიძლება იყოს კომერციულად მომგებიანი ორგანიზაცია, შესაბამისად ფანკლუბის შემოსავლების 100% ხმარდება მხოლოდ და მხოლოდ ფანკლუბს, იქნება ეს ტექნიკური ხარჯი, ხელფასები თუ გათამაშებები. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი რეკლამა მოვიზიდოთ იმისათვის, რომ საიტი იყოს ტექნიკურად უფრო გამართული, ინფორმაციით დატვირთული და გვქონდეს რაც შეიძლება მეტი გათამაშება (მოგეხსენებათ, ამჟამად “კამპ ნოუს” ორკაციან საგზურს ვათამაშებთ).
რეკლამისადმი ჩვენი ეს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია უკონტროლო უნდა იყოს. არაერთ რეკლამაზე გვითქვამს უარი და მომავალშიც ვიტყვით (ამჟამად საიტზე არსებული ერთ-ერთი რეკლამაც მალე გაუქმდება). მეტიც, დიდი ხანია, ფანკლუბს დაწყებული აქვს მუშაობა იმაზე, რომ რეკლამებზე ნაკლებად დამოკიდებული გახდეს. ვმუშაობთ ორი მიმართულებით და ჩვენი ვარაუდით, ერთი მიმართულებით მუშაობა მალე დასრულდება.
რომ შევაჯამოთ რეკლამის თემა – სანამ დამოკიდებულები ვართ რეკლამაზე, უარს ვერ ვიტყვით, მაგრამ მიდის მუშაობა იმაზე, რომ დამოკიდებულები აღარ ვიყოთ.
კომენტარები
კომენტარებთან დაკავშირებით შემოვიდა 4 ტიპის სურვილი: კომენტარების მიმართულების შეცვლა, კომენტარებზე unlike ფუნქციის დამატება, კომენტარზე პასუხის იქვე გამოჩენა და კომენტარების დიზაინის შეცვლა. ოთხივე ამ სურვილის ასრულებას ჩვენი მხრიდან ჭირდება სულ რამდენიმე წუთი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ამჟამინდელი სიტუაცია არის მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილის შედეგი. კომენტარების მიმართულების (ჯერ ძველი კომენტარები ჩანდეს და შემდეგ ახალი) შეცვლაც ვსინჯეთ, unlike ფუნქციის დამატებაც, პასუხის იქვე გამოჩენაც და დიზაინის შეცვლაც, მაგრამ ოთხივე შემთხვევაში უკმაყოფილება ძალიან დიდი იყო.
ასევე იყო თხოვნა, რომ კომენტარებში დაშვებული იყოს სურათებისა და gif ანიმაციების დამატება. როდესაც ადამიანს თავად სურს ასეთი მასალის ატვირთვა, ეს სურვილი ლოგიკურია, მაგრამ უბრალოდ წარმოიდგინეთ, რას დაემსგავსება კომენტარები, სურათები და ანიმაციები რომ დაშვებული იყოს.
უკმაყოფილება არის უცენზურო კომენტარებთან დაკავშირებით. ეს საკითხი თქვენი დახმარების გარეშე ვერ მოგვარდება – ყველა კომენტარს აქვს გასაჩივრების ფუნქცია და შეგიძლიათ, უცენზურო კომენტარი გაასაჩივროთ.
ტექნიკური პრობლემები
რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა პრეტენზია, რომ საიტი ჭედავს, ვიდეო ფლეიერი არ ირთვება, სურათები არ ჩანს, ვერ რეგისტრირდებით და ა.შ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, როდესაც არსებობს რაიმე ტექნიკური პრობლემა და ის არ სწორდება, ესე იგი, ადმინისტრაციამ მის შესახებ არაფერი იცის. მიუხედავად იმისა, რომ რაიმე ფუნქციას ტესტირების შემდეგ ვამატებთ და საიტსაც მონიტორინგს ვუწევთ, რაღაც აუცილებლად გამოგვეპარება. ასე რომ, როდესაც რაიმე ტექნიკურ პრობლემას წააწყდებით, აუცილებლად დაგვიკავშირდით და გაგვაგებინეთ.
ასაკობრივი შეზღუდვა
რამდენიმე ადამიანმა ისურვა, კომენტარების წერის დროს დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა. ასეთი რამ ბარსამანიაზე არ მოხდება არასდროს. ჩვენი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში, ახალგაზრდა გულშემატკივრებს ვასწავლოთ სწორი გულშემატკივრობა, გავუსწოროთ ფაქტობრივი შეცდომები და ვაზიაროთ ისინი “ბარსელონას” ღირებულებებს. ამ საიტს ძალიან ბევრი პატარა გულშემატკივარი ახსოვს, რომლებიც გასული 15 წლის განმავლობაში ძალიან კარგ გულშემატკივრებად ჩამოყალიბდნენ. ასე გაგრძელდება მომავალშიც.
პირდაპირი რეპორტაჟები
ბევრი მომხმარებელი ითხოვს, რომ ჩვენს საიტზე დავამატოთ “ბარსელონას” თამაშების მაღალი ხარისხის პირდაპირი რეპორტაჟები. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია, რადგან ამის უფლებას კანონი არ გვაძლევს. ტრანსლაციების დამატების შემთხვევაში ჩვენ ფანკლუბს სერიოზული პრობლემები შეექმნება როგორც ქართული ორგანიზაციებისგან, ასევე “ბარსელონასგან”.
მეტი ინფორმაცია
იყო სურვილი, დაგვემატებინა ამჟამინდელი ფეხბურთელებისა და ლეგენდების ბიოგრაფიები. ეს განყოფილებები ჩვენ საიტს უკვე ათ წელზე მეტია, აქვს. მათ სანახავად ეწვიეთ ჩვენ მენიუს და კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას წააწყდებით.
მესის დაბრუნება, ბარსას ძველ ფორმაში დაბრუნება…
ასეთი სურვილებიც იყო. მოვითმინოთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს 😉
წარმატებები თქვენს საქმიანობაში. სწორ გზაზე დგახართ.
მოგვწერეთ ფეისბუქზე, თორემ ასე შეუძლებელია, დაგეხმაროთ
რაღა დროის ფეისბუქია 😂😂🤣🤣 ქენით სიკეთე და გააკეთეთ დისქორდ სერვერი 😍♥️
გავაკეთეთ უკვე, მაგრამ ჯერ დაკარგულები ვართ. დიდი დრო გვჭირდება ახალ სისტემასთან შესაგუებლად. ჩვენი ასაკის ხალხი სიახლეებს ასე სწრაფად კი ვერ ითვისებს
მოგვწერეთ ფეისბუქზე, თორემ ასე შეუძლებელია, დაგეხმაროთ
მეც მქონდა რეკლამაზე მოწერილი, პრეტენზია არ მაქვს, გასაგებია რომ აუცილებელია უბრალოდ ზოგჯერ ჭედავს რეკლამების გამო ან ტექსტი თითქმის აღარ ჩანს. შესაბამისად როგორც მახსოვს ოპტიმიზაცია ვისურვე მხოლოდ :დ
სავარაუდოდ საიტის მსუბუქი ვერსია გაქვთ ჩართული.
საიტის ბოლოში ჩადით და ნახეთ "საიტის სრული ვერსია" თუ წერია
მადლობა, მაგრამ სრული ვერსია მაქ ჩართული. სურათების ადგილას უბრალოდ ცარიელი ჩარჩოები მიჩანს 😂
მაშინ საფარის ვერსია განაახლეთ
მე, რომ 15 წლის ვიყავი არავინ არ იცოდა ინტერნეტი საჭმელი იყო თუ სასმელი.
😂😂
სავარაუდოდ საიტის მსუბუქი ვერსია გაქვთ ჩართული.
საიტის ბოლოში ჩადით და ნახეთ "საიტის სრული ვერსია" თუ წერია
მადლობა, მაგრამ სრული ვერსია მაქ ჩართული. სურათების ადგილას უბრალოდ ცარიელი ჩარჩოები მიჩანს 😂
"რამდენიმე ადამიანმა ისურვა, კომენტარების წერის დროს დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა. ასეთი რამ ბარსამანიაზე არ მოხდება არასდროს. ჩვენი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში, ახალგაზრდა გულშემატკივრებს ვასწავლოთ სწორი გულშემატკივრობა, გავუსწოროთ ფაქტობრივი შეცდომები და ვაზიაროთ ისინი "ბარსელონას" ღირებულებებს. ამ საიტს ძალიან ბევრი პატარა გულშემატკივარი ახსოვს, რომლებიც გასული 15 წლის განმავლობაში ძალიან კარგ გულშემატკივრებად ჩამოყალიბდნენ. ასე გაგრძელდება მომავალშიც."
რეკლამები, ისედაც ცხადია რომ რეკლამის გარეშე ვერავინ იმუშავებს, უბრალოდ თუ არის საშუალება გათიშვის ღილაკი გაზარდეთ ზომაში 
ამას სრულიად ვიზიარებ და რაღაცნაირად გულზე მომხვდა როცა წავიკითხე რომ "დიდებს" უნდათ ბავშვები მოაშორონ საიტიდან, არსწორია, მეც ვიყავი 12-13 წლის და მეც შემოვდიოდი ამ საიტზე, ნაღდად არ ვისურვებდი იმ პერიოდში ვინმეს შეეზღუდა ჩემთვის ან კომის დაწერა ან რამე სხვა, ისედაც ბავშვების შეზღუდვა მსგავს რამეზე არასწორია, დღეს შეიძლება შეცდეს მაგრამ ხვალ ისწავლის, თუ უყვარს სპორტი და უნდა რომ თვალი მიადევნოს პირიქით ჯობია რომ ხელი შევუწყოთ ჩემი აზრით.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი
სავარაუდოდ საიტის მსუბუქი ვერსია გაქვთ ჩართული.
საიტის ბოლოში ჩადით და ნახეთ "საიტის სრული ვერსია" თუ წერია
იმ შრომას რასაც დებთ ნამდვილად აღიარება სჭირდება და ბრავო თქვენ. თითოეულ მწერალს, ედითორს ,ადმინს და ტექნიკურ ჯგუფზე მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მიუხედავად იმისა რომ ბევრი საიტი შეიქმნა თავის დროზე ბარსასი რეალურად მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც თქვენ იყავით და დარჩით .
ყველაზე ხშირად ტელეფონით შემოვდივარ ხოლმე საიტზე და ბოლო რამდენიმე თვეა სტატიებზე სურათებს არ აჩვენებს ჩემთან