“ბაიერნთან” შეხვედრას 41 წლის რუმინელი არბიტრი, ოვიდიუ ჰაცეგანი, განსჯის. იგი FIFA-ს რეფერი 2008 წელს გახდა და კარიერის განმავლობაში 476 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.
476 მატჩიდან, 5-ში “ბარსელონა” თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ 5-ვე მათგანში “ბარსამ” კარის მშრალად შენახვა შეძლო:
- ბარსელონა 7-0 სელტიკი (2016/17)
- სპორტინგი 0-1 ბარსელონა (2017/18)
- ბარსელონა 2-0 ინტერი (2018/19)
- დორტმუნდი 0-0 ბარსელონა (2019/20)
- დინამო კიევი 0-1 ბარსელონა (2021/22)
მას კატალონიელთათვის 11 ყვითელი ბარათი აქვს ნაჩვენები (მეტოქისთვის – 14). ასევე, ერთხელ აქვს დანიშნული თერთმეტრიანი “ბარსას” კარის მიმართულებით, თუმცა მაშინ, მარკო როისის დარტყმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მოიგერია. ამ 5 მატჩში მას ფეხბურთელი მოედნიდან არ გაუძევებია.
ჰაცეგანისა და მიუნხენის “ბაიერნის” გზები 4-ჯერ გადაკვეთილა, 4-ვე მატჩში “რეკორდმაისტერმა” მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა:
- ბაიერნი 6-1 ლილი (2012/13)
- ბაიერნი 5-0 ბეშიქთაში (2017/18)
- ბაიერნი 4-1 ჩელსი (2019/20)
- ბენფიკა 0-4 ბაიერნი (2021/22)
რუმინელ არბირტრს “ბაიერნის” ფეხბურთელი 6-ჯერ ჰყავს გაფრთხილებული (მეტოქის – 10). მის ანგარიშზე “ბაიერნის” სასარგებლოდ დადებული ერთი პენალტია. ასევე, მან ერთხელ მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გააძევა.
ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ 37 შეხვედრაში ჰაცეგანი, საშუალოდ, 26 ჯარიმას ნიშნავს და ფეხბურთელებს ყვითელი ბარათით 4-ჯერ აფრთხილებს.
ჩვენს ამ სტატისტიკას ამოისვამენ ერთ ადგილას ნემცები.
ჯერ ჩვენი შედეგები რო ვნახე იმედი გამიჩნდა, მაგრამ ბაიერნის შედეგებს რო შევადარე სისხლი გამეყინა.
იმედია ძაანაც არ გადაგვივლიან თორემ რა გაუძლებს მერე იმ შვაინებს
მემგონი რაც მაგ 5 მატჩში არ გაგვიშვია ოთხშაბათს ანაზღაურდება დდდდ