დანი ალვესმა თავისი მოსაზრება გაგვიზიარა ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩის წინ და ასევე კლუბის მოლო წლების შენაძენები შეაფასა.
“არ შეიძლება იმის თქმა, რომ “ბერნაბეუზე” მატჩის შემდეგ ჩვენ ფავორიტები ვართ. “ბარსელონასა” და “რეალის” მატჩში ფავორიტი არასდროს არსებობს. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ გარკვეული უპირატესობა ჩვენ გვაქვს. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ საუკეთესო მდგომარეობაში. თუმცა კარგი სამუშაო ჩატარებულია და დარწმუნებული ვარ, რომ ამის დემონსტრირებას მოვახდენთ.”
“ჩემს წინააღმდეგ პეპემ ძალიან უხეშად ითამაშა. და სავსებით ცხადია, რომ მე და პეპე არ ვმეგობრობთ.”
“”ბარსელონაში” ჩატარებული პირველი მატჩის შემდეგ არ ვიყავი ალექსის სანჩესის კარგი თამაშით გაკვირვებული – ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ახლა ის ჯერ სწავლობს, მაგრამ მალე ჩაერთვება თამაშში საბოლოოდ.”
“მოხარული ვარ, რომ ჩვენ დაგვემატა ფეხბურთელი, რომელიც მთელი მსოფლიოს მიერ არის აღიარებული.”