workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემბელეს შეძენა იუვენტუსსაც უნდა

დემბელეს შეძენა იუვენტუსსაც უნდა

“ბარსელონას” ფრანგ შემტევს, უსმან დემბელეს მსურველთა რიგი დაუდგა.

დემბელეს მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალი წლის 30 ივნისს იწურება და ის თავისუფალი აგენტი ხდება. სიახლე არავისთვისაა, რომ “ბარსა” 24 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას რამდენიმე თვეა ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. უსმანს დარჩენა უნდა, თუმცა, მოთამაშეზე გავლენას მისი აგენტი მუსა სისოკო ახდენს და ფრანგს “ბლაუგრანას” დატოვებისკენ და მეტი ფინანსური სარგებლის ძიებისკენ მოუწოდებს.

უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დემბელეს დამატება “ჩელსის”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ტოტენჰემს” უნდათ, უახლესი ცნობებით კი, მისი შეძენა ტურინის “იუვენტუსსაც” სურს, რომელიც “ბარსას” 7-იანის გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებს.

Sport-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბი ცდილობს, დემბელე კარგი კონტრაქტითა და სატრანსფერო ბონუსით მოხიბლოს.

იგივე წყარო ვარაუდობს, რომ დემბელესთვის ბრძოლაში “პარი სენ-ჟერმენიც” ჩაერთვება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 04 დეკ 2021, 22:20
    #4

    სულ ვიძახი დააყენონ ეს ტრანსფერზე ამ ზამთარს და რასაც მოგვცემენ მადლობა ვუთხრათ. ამას წასვლა მაინც გადაწყვეტილი აქვს და ჩვენ ამ სეზონში მაინც გუნდს ვერ დავემსგავსებით რო რამის იმედი გვქონდეს.

  • me da barca
    schedule 04 დეკ 2021, 19:55
    #3

    ამას ვერ ვგებულობ. რას ქვია დემბელეს დარჩენა უნდა, მაგრამ აგენტი გავლენას ახდენს. ჩემი აგენტი მე თუ არ მემორჩილება გავუშვებ სამ ასოზე ეგრევე. სიმართლე ისაა, რომ ამ დაუნსაც უნდა მაღალი ხელფასი, მაგრამ იმას არ უფიქრდება იმსახურებს თუ არა.

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 დეკ 2021, 18:36
    #2

    ამდენი მსურველი თუ ჰყავთ გაყიდონ ზამთარში

  • Kun agüeroooo
    schedule 04 დეკ 2021, 18:32
    #1

    ამ ზამთარშივე გავყიდოთ სანამ მოუნდა ყველას თორე მერე ვსო შეგვრჩება