”ბარსას” ახალწვეულმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადა, რომ იგი უკვე მზადაა გუნდში სათამაშოდ. სესკის დაბრუნება ”ბარსაში” არის არაჩვეულებრივი მოვლენა და ყველასათვის მისაღები. ინგლისში გატარებული რვა წლის შემდეგ, ის ისევ სამშობლოშია. იგი მთელი დღის განმავლობაში კარგ ხასიათზე იყო და დიდი სიამოვნებით პასუხობდა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს. ”მე აქ მოვედი სამუდამოდ და არსად წასვლას აღარ დავაპირებ”.
მადლობა ”ბარსას”
სესკმა გუშინდელ ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ ის ძალიან გახარებულია და დიდ მადლობას უხდის კლუბის ხელმძღვანელებს. ”მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემს პრეზენტაიაში იყო ჩართული. ასევე კლუბის პრეზიდენტს სანდრო როსელს და გუნდის მწვრთნელს გვარდიოლას მინდა ყველაზე დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი, რომ არა მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. დიდი მადლობა ასევე ტიაგოს, რომელმაც მე 4 ნომრიანი მაისური დამითმო. მადლობა ყველას”.
საზაფხულო ოცნება
სესკმა ასევე აღნიშნა:”ბარსამ” ჩემი ოცნება აასრულა და მე ყველანაირად მზად ვარ ვითამაშო ნებისმიერ შეხვედრაში. მე მაინც მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც ჩემშია. სიტყვებით მე მას ვერ გადმოვცემ.”
ვენგერი, როგორც მეორე მამა
საბოლოოდ სესკმა განცხადება ამ სიტყვებით დაასრულა:”ხალხს ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს არსენ ვენგერზე. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. ის ძალიან თბილი ადამიანია. ისე ჩემთვის მეორე მამაა. მან ყველაფერი მასწავლა ფეხბურთში. ის ფაქტიც, რომ მე ახლა ”ბარსას” ფეხბურთელი ვარ.”

