workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: დემბელე მბაპეზე უკეთესი ფეხბურთელია

ჟოან ლაპორტა: დემბელე მბაპეზე უკეთესი ფეხბურთელია

“ბარსელონას” პრეზიდენტმა TV3-ის ეთერში რამდენიმე საინტერესო საკითხის შესახებ ისაუბრა.

ამ ინტერვიუში ლაპორტას უსმან დემბელესთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ჰკითხეს. ასევე, მან რიკარდ პრუნას “ბარსელონაში” დაბრუნება დაადასტურა.

რიკარდ პრუნა

რიკარდ პრუნასთან შეთანხმება მიღწეულია. გამოსასყიდი თანხა არ გადაგვიხდია.

ფერან ტორესი

ფერანი? “ბარსელონას” ინტერსთა სფეროში ბევრი ფეხბურთელია. კლუბის ხელმძღვანელობა მუდმივად მუშაობს, რათა მწვრთნელის მოთხოვნებისთვის მზად ვიყოთ.

კამპ ნოუ

კამპ ნოუს სახელთან დაკავშირებით, სულ ცოტა, 5 სასპონსორო შემოთავაზება გვაქვს. სეზონში 30-40 მილიონი ევროს მიღება გვსურს.

ანსუ ფატი

ექიმებმა მითხრეს, რომ მისი “ბაიერნთან” მატჩისთვის გამოჯანმრთელება რთული იქნება. გადაწყვეტილებას ექიმები მიიღებენ.

უსმან დემბელე

დემბელეს დარჩენა უნდა და მე ეს ვიცი, რადგან მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. იგი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია და გვსურს, რომ აქ იყოს.
დემბელეს აგენტებს მისთვის კარგი სურთ, მაგრამ ფული ყოველთვის კარგს არ ნიშნავს. ჩემთვის ნათელია ის, რომ იგი მბაპეზე უკეთესია.

ლიონელ მესი

“ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მას არ შევხვედრივარ. მისი წარმატებით ბედნიერი ვარ, იგი ამას იმსახურებს. ამასთან, ამაყიც ვარ, რადგან ეს ჯილდო მან “ბარსაში” ჩატარებული სეზონისთვისაც მოიგო.

უფასოდ თამაში? არ ვიცი, რამდენად იქნებოდა ეს მისთვის შესაძლებელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ინიციატივა ჩემგან არ უნდა წამოსულიყო.

რამდენიმე კვირის წინ, არგენტინელმა განაცხადა, რომ ლაპორტას მიერ გაკეთებული განცხადებით, უფასოდ თამაშთან დაკავშირებით, გულდაწყვეტილი იყო.

უთანხმოება წარმოიშვება მაშინ, როდესაც სიტყვების არასწორი ინტერპრეტირება ხდება.

კლუბს თავის საუკეთესო ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, რომელიც ისტორიაში, თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩემთვის, მისი პოზიცია გასაგებია.

CVC

ვფიქრობთ, რომ კლუბები CVC-ს ალტერნატიული შეთავაზების უპირატესობებს დაინახავენ. CVC-ს მიერ შემოთავაზებულ პირობებს არ ვეთანხმებით
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • Davita
    schedule 03 დეკ 2021, 22:35
    #14

    იმდენჯერ მოგიხან ოჯახი რამდენი მბაპეზე უკეთესი არიყოს ეგ შლანგი

  • me da barca
    schedule 03 დეკ 2021, 21:36
    #13

    იდეალური იქნება 2-3 წლით გაუხანგრძლივონ და ზაფხულში გაასუხარონ, მოიშორონ თავიდან 40-45-ად, თუ მეტი კიდევ უკეთესი.

  • ChuxrELia
    schedule 03 დეკ 2021, 18:14
    #12

    აბა ხო არ იტყოდა დებილია და თამაში არ იცის, მბაპესთან შედარებით ჭიშვეიშვილიაო. იასნია რო ეჩალიჩება. ეს ინტერვიუები ხო რეალურად ყოველთვის მესიჯებია, რომლებსაც ხან კლუბი და ფეხბურთელი უშვებს, ხან პრესა, ეგაა და ეგ 😎

  • KING_BARCA
    schedule 03 დეკ 2021, 17:30
    #11

    მაგარი ყ.. ხარ…. ჩვენი მთავრობასავით დაპირებებით მოხვედი და უარესი გააკეთე…))) მბაპეს თუ დემბელე ჯობია მაშინ მე ჯოკოვიჩს ვჯობივარ ))) აზრზე მოდი ლაპორტა, რეებს ბოდავ…..

  • nika 54
    schedule 03 დეკ 2021, 16:40
    #10

    ამათ დემბელე იმდენი აქეს, რო იმანაც დაიჯერა და იმის აგენტმაც. ამიტომაც დაიწყეს უფრო დიდი კლუბის ძენა, რო დიდი
    ხელფასი გაჩითონ.

  • barcaforever
    schedule 03 დეკ 2021, 16:38
    #9

    ტრაკში რო უძვრება დემბელეს რო რამენაირად გაახანგრძლივოს და უფასოდ არ დაკარგონ ეგ ცხადია, მარა დავიჯერო დემბელეს გარდა ყველა მივხვდით და დემბელე ვერ მიხვდა ამას? :დდდ მარა დემბელე ისეთი დებილია ვერ მიხვდება

  • Kun agüeroooo
    schedule 03 დეკ 2021, 16:14
    #8

    მაგრად გამეცინა მბაპე არის ცივსისხლიანი მკვლელი და დემბელე არის ხრუსტალი მოკლედ და კონკრეტულად!

  • NEYBarca
    schedule 03 დეკ 2021, 15:15
    #7

    ლაპორტ შე ოხერო laughing

  • levanoza
    schedule 03 დეკ 2021, 15:11
    #6

    ვაი, შენ ჩემოოოო, თეთრო ბატოოო……………..

  • Iniesta_8
    schedule 03 დეკ 2021, 14:59
    #5

    თავს ნუ ირცხვენთ, საკმარისად შერცხვა უკვე ეს კლუბი ყველა კუთხით.

  • EL MAESTRO 6
    schedule 03 დეკ 2021, 14:27
    #4

    ნუ თუ თქვენ მართლა გჯერათ რომ ლაპორტა ასე ფიქრობს ძაან ცდებით, ან დაკერვა უნდა ან პიარი რომ გაყიდოს

  • Albicelecte
    schedule 03 დეკ 2021, 14:16
    #3

    მპაბეს სჯობსო…. rage

  • cezo45
    schedule 03 დეკ 2021, 14:03
    #2

    სპეციალურად ავრცელებს ასეთ სტატიებს ლაპორტა რომ ახალ კონყრაქტზე დაკეროს დემბელე რადგან უფასოდ დაკარგვა არუნდა თორე დემბელემაც კი იცის რო მაგისგან მბაპე კიარა სალამურიც აღარ დადგება.

  • cruyff9
    schedule 03 დეკ 2021, 13:00
    #1

    პიარს უკეთებს)))))))