მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი, ქარიმ ბენზემა დარწმუნებულია, რომ სწორედ “თეთრები” აღმართავენ ესპანეთის სუპერ თასს.
პირველი მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე შეიქმნა შთაბეჭდლება, რომ “თეთრებმა” იციან, თუ როგორ ითამაშონ გვარდიოლას “ბარსელონას” წინააღმდეგ.
გასული წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ამ თამაშში ჩვენ გვქონდა უპირატესობა ბურთის ფლობის კუთხით და ვცდილობდთ, რომ არ მიგვეცა “ბარსელონასთვის” მატჩის კონტროლის საშუალება.
როგორ ფიქრობთ, “რეალს” დიდი შანსი აქვს სუპერთასის მოგების?
ყოველი შემთხვევისთვის, ანგარიში 2:2 შანსებს გვიტოვებს. ვფიქრობ, რომ “კამპ ნოუზე” ძალიან სანახაობრივი თამაში იქნება და ჩვენ მოსაგებად ჩავალთ.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის ფინალის პირველი შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა და ფრედ, 2:2 დასრულდა. ოთხშაბათს კი “ბარსელონა” და “რეალი” უკვე “კამპ ნოუზე” დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და თასის ახალი მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.