“ბარსელონას” ახლგაზრდა ნახევარმცველი პედრი Golden Boy-ს კუთვნილ ჯილდოს იტალიის ერთ-ერთ ქალაქში, კერძოდ, ტურინში მიიღებს.
Sport-ის ინფორმაციით, პედრი 13 დეკემბერს ტურინში გაფრინდება, სადაც მას “ოქროს ბიჭუნას” პრიზს გადასცემენ. ეს იმას ნიშნავის, რომ 19 წლის ესპანელი მონაწილეობას არ მიიღებს “ბოკა ხუნიორსის” წინააღმდეგ მარადონას თასზე გასამართ მატჩში, რომელიც მომდევნო დღეს გაიმართება.
პედრი Golden Boy-ს გამარჯვებულად და ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად Tuttosport-მა რამდენიმე დღის წინ დაასახელა. გარდა ამისა, “ბლაუგრანას” შუახაზელმა კიდევ ერთი პრესტიჟული პრიზი, კოპას ჯილდოც მოიგო, რომელსაც იმავე მიზეზით France Football გასცემს.
მერე თუ დიდი დაჯილდოება არ არის თავისუფალი დღე ვერ შეურჩიეს.